რა პროექტები იგეგმება 2018-2019 წლებში ზესტაფონში

1267

ზესტაფონი მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საინფორმაციო პოსტერები დამზადდა. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პოსტერზე 2018 – 2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტების ნუსხაა დატანილი.

2018 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები:

2018 წლის ბიუჯეტი 4 114 071 ლარი

  • ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია
  • შორაპნის ფარნავაზის და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია
  • ილმის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
  • წიფლავაკის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
  • ფუთის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონში შიო მღვიმლის ქუჩის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონში დემეტრეს ქუჩის და მისი ჩიხების რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონში ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
  • ფალიაშვილის ქუჩისა და ფარნავაზის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონში 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია
  • ქალაქ ზესტაფონში კვალითის დასახლებში მელქაძის, კეკელიძის, ჩიკაშუას და შათირიშვილის კორსპუსებთან არსებული ეზოების რეაბილიტაცია
  • თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია
  • კლდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

2019 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პროექტები:

საერთო ბიუჯეტი 4 765 000 ლარი

  • სოფელ ძირულაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა
  • ქვ.საზანოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა
  • აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია
  • კვალითში სასოფლო გზის რეაბილიტაციის გაგრძელება
  • წიფლავაკის სასოფლო გზის რეაბილიტაციის გაგრძელბა
  • დაბა შოროპანში გაჩეჩილაძის გზის რეაბილიტაციის გაგრძელბა
  • ტყლაპივაკის სასოფლო გზის რეაბილიტაციის გაგრძელბა
  • ქოჩიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
  • მერკვილაძის ქუჩის რეაბილიტაცია
  • სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის გაგრძელება
  • მაზნიაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია
  • სოფელ ტაბაკინის სასოფლო გზის გაგრძელება ბეტონით

საინფორმაციო შინაარსის პოსტერი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამზადდა.

პოსტერები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება.