გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პროექტის მეორე ფაზა დაიწყო.
დეცენტრალიზაციის პროცესისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შესაძლებლობების განვითარებისათვის იმუშავებს, რათა უზრუნველყოფილ იყოს ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი სერვისების მიწოდება, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ადგილობრივი თემების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და...
ოზურგეთში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალურ სკვერში ვარდების ხეივანი გაშენდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა, იგეგმება დიდების მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ქუთაისის მერია მზად არის ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის სახელი ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას მიანიჭოს. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მოსახლეობამ სთხოვა და აქციაც გამართა. ინიციატორი ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძეა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან ერთ-ერთ ქუჩას ტატუნაშვილის სახელი მიანიჭონ, თუმცა აქციის მონაწილეების მხრიდან უწყებაში ოფიციალური წერილი არ შესულა.
"აქციის მონაწილეებს არ მოუმართავთ, მაგრამ ჩვენ მზადყოფნას...
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის დასაწყისში მცხოვრები მოსახლეობა ბინებამდე მისასვლელი გზისა და მოედნის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, მოედნის მოწყობას რამდენჯერმე დაპირდნენ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
"მოედანზე უკვე ბაყაყები დასახლდნენ, ბავშვები გვყავს და ამდენი ხანია დატბორილ მოედანს ვუყურებთ. ერთხელ მოწვიმს ჩადგება წყალი და პატრონი არავინ ჰყავს, რომ მიხედოს. რამდენჯერმე დაგვპირდნენ მოედნის მოწყობას, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით", - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ნიკეას მაჟორიტარი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მცხოვრებლები წყლის ჭაბურღილების დამონტაჟებას ითხოვენ. 100-მდე ოჯახს წყალი ორ დღეში ერთხელ, 30 წუთით მიეწოდება. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
სოფელი ფლავისმანი ტყვიავის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. მერის წარმომადგენელი ზაზა კორინთელი ამბობს, რომ ადგილზე 3 ჭაბურღილი მუშაობს და სულ მალე 1-ით მეტი იქნება, რაც მისივე თქმით, პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
"თითქმის დასრულებულია კიდევ ერთი ჭაბურღილის მონტაჟი და მალე 24-საათიან მომარაგებაზე...
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს ქალაქისთვის 3 316 ხე-მცენარეს იყიდიან. მათივე ინფორმაციით, შესაძენი მცენარეები მდგრადია ქალაქის პირობებისთვის, ფესვთა სისტემა არ აზიანებს მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ამტანია დაავადება-მავნებლებისადმი.
მერია შემდეგი მცენარეების შეძენას გეგმავს:
1.. გინკობილობა - 100 ძირი
2. მიმოზა - 100 ძირი
3. მაცუდანის ტირიფი - 100 ძირი
4. ფიჭვი შავი - 200 ძირი
5. ცხენისს წაბლა - 100 ძირი
6. ქაფური - 80 ძირი
7. მაგნოლია გრანდიფფლორა -80 ძირი
8. ბზა ბურთისებრი -100...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში პრეზენტაციაზე წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები. წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თან ახლდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარება საარჩევნო...
საფეხბურთო კლუბ ''გორს'' მერიამ 9 მოედანი გადასცა. მოედნები დღეს კლუბის დირექტორმა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა, მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსთან ერთად, დაათვალიერეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
,,მადლობას ვუხდი მერიას მოედნების გადმოცემისათვის, რადგან ამით მნიშვნელოვან პრობლემას აღმოვფხვრით ჩვენს საფეხბურთო სკოლაში, კერძოდ კი, აღარ იქნება სავარჯიშო მოედნების სიმცირე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოედნები არის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და...
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რუსთავის მერიამ საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, თბილისის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობის ამკრძალავი საგზაო ნიშნები დაამონტაჟა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
"რუსთავსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლებმა, დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, საგზაო ნიშნები, აღმაშენებლისა და სანაპიროს ქუჩის კვეთაზეც დაამონტაჟეს.
აღნიშნულ ქუჩებზე სატვირთო ავტომობილები სისტემატიურად გადაადგილდებოდნენ, რაც ფალიაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლების უკმაყოფილებას იწვევდა. მოსახლეობამ პრობლემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
გორში მინი სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში აღდგება, ობიექტების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებას ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ უზრუნველჰყოფს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2017 წელს რეაბილიტირებული 10 სპორტული მოედანი სავალალო მდგომარეობაშია, მოედნებთან არსებული დამხმარე ნაგებობები მოსახლეობის მიერ დაზიანდა, ამის გამო დღის წესრგში დადგა სტადიონებზე მეთვალყურეობის გამკაცრება, მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ გორი“ შეირჩა.
დაზიანებული სტადიონები განათლების, კულტურის,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ის გადადგომას არ გეგმავს.
"იმ ადამიანების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს, დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი, მინიმუმ, რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს განაცხადა. პრემიერმა თქვა, რომ ალავიძეს სურს, დაბრუნდეს კერძო სექტორში.
ალავიძე მინისტრის პოსტზე 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვლა. ის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
imedinews-ის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება საჯარო დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა, შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღით.
ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.
დედოფლისწყაროში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ახალი, თანამედროვე, პლასტმასის კონტეინერები დაიდგა. ინფორმაციას ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 40 ერთეული სანაგვე კონტეინერი დღეს განთავსდა. რაც შეეხება ძველ, რკინის ურნებს, მათით ღია ტიპის კონტეინერებს ჩაანაცვლებენ.
წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პარკის აღდგენის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. დავით სონღულაშვილის თქმით, ტენდერით უკვე გამოვლინდა კომპანია, რომელიც პარკის აღდგენის პროექტს შეადგენს.
"ამ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს. ჩამოვიდნენ წარმომადგენლები, დაათვალიერეს ტერიტორია და შეუდგნენ სამუშაოს. როგორც პროექტირების პროცესი დასრულდება, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი...
ზუგდიდში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართეს, რომ ზუგდიდში არსებულ ლავრენტი ბერიას ქუჩას სახელი გადაერქვას და მას 2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ინიციატივის ავტორები ვესაუბრეთ მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და როგორც აღმოჩნდა, ისინი ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































