გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მცხოვრებლები წყლის ჭაბურღილების დამონტაჟებას ითხოვენ. 100-მდე ოჯახს წყალი ორ დღეში ერთხელ, 30 წუთით მიეწოდება. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
სოფელი ფლავისმანი ტყვიავის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. მერის წარმომადგენელი ზაზა კორინთელი ამბობს, რომ ადგილზე 3 ჭაბურღილი მუშაობს და სულ მალე 1-ით მეტი იქნება, რაც მისივე თქმით, პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
“თითქმის დასრულებულია კიდევ ერთი ჭაბურღილის მონტაჟი და მალე 24-საათიან მომარაგებაზე გადავა ყველა ოჯახი. ფაქტობრივად მოგვარებულია, პროექტი დასრულების ფაზაშია, ეს ეხება წყალსაც და გზასაც“, – განმარტავს ზაზა კორინთელი.