დედოფლისწყაროში 40 ახალი სანაგვე კონტეინერი დაიდგა

723

დედოფლისწყაროში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ახალი, თანამედროვე, პლასტმასის კონტეინერები დაიდგა. ინფორმაციას ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 40 ერთეული სანაგვე კონტეინერი დღეს განთავსდა. რაც შეეხება ძველ, რკინის ურნებს, მათით ღია ტიპის კონტეინერებს ჩაანაცვლებენ.