ქობულეთში, მერიის შენობასთან შეკრებილი სანიტარული დასუფთავების სამსახურის 118 თანამშრომელი კვარტალურ პრემიას ითხოვს.მათი თქმით, პრემია შრომით ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული და თანხის მიღებამდე ქალაქს არ დაასუფთავებენ. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა და განუმარტა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში პრემიის თანხა გათვალისწინებული არ არის.
“ბიუჯეტში პრემიის თანხა ვერ იქნებოდა წელს გათვალისწინებული, ვმუშაობთ, რომ ხელფასის რაოდენობა გავზარდოთ”-უთხრა აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.
მერის განმარტებამ...
თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის მიერ 500 ათასი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გრანტით საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას მოამზადებს.
„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადებში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება.
დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა მომზადდეს. პროგრამის შედგენამდე კომპანია...
ახალი სასწავლო წლიდან, თბილისში დიდუბის რაიონში მეასე საჯარო სკოლა ახალ და თანამედროვე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სკოლა უახლესი სტანდარტებით, მოსწავლეებისთვის ყველა აუცილებელი პირობის შექმნითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აშენდა და ახლა, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია:
სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის მოწყობა.
განგაშის ღილაკის მოწყობა;
განგაშის სირენის მოწყობა;
აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით;
განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის...
კახეთში წლებია სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მევენახეებისა და ფერმერების ინფორმაციით, მწყობრიდან არის გამოსული როგორც სარწყავი, ისე სადრენაჟო სისტემები. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
"წლების განმავლობაში სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ვითხოვთ. არც მოსავალი მოდის ნორმალურად, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს. შრომას ვინ ჩივის, ვალებით ვრწყავთ ნაკვეთებს და ვყიდულობთ, რაც საჭიროა მიწის დამუშავებისთვის თუ ხეხილისთვის. წყალიც ძვირია მანქანებით...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თავის პირველ მოადგილედ ირაკლი ქარსელაძეს ნიშნავს.
ქარსელაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ 2 დღის წინ დაინიშნა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ის პარალელურად, პირველი მოადგილის ფუნქციებსაც შეასრულებს.
რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს, ამ დრომდე გარკვეული არ არის, დატოვებენ თუ შეინარჩუნებენ პოსტებს ირაკლი მატკავა, კახაბერ გულედანი და გალაქტიონ ბუაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ცქიტიშვილი მათი შეცვლის საკითხსაც განიხილავს. აქამდე პირველი მოადგილის პოსტს...
სამშენებლო კომპანია "m2 – უძრავი ქონება" თელავში 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, m2-მა თელავში 8512 კვ. მეტრის ფართი 1.5 მილიონ დოლარად უკვე შეიძინა.
,,3 წლის განმავლობაში “m2 – უძრავი ქონება” ქვეყანას 1000 სასტუმრო ნომერს შემატებს. ვიმედოვნებთ, რომ თელავის სასტუმრო, რომელიც ღვინის რეგიონში გაიხსნება, შეძლებს დამატებითი ტურისტების მოზიდვას'',-ამბობენ კომპანიაში.
ქალაქ ბათუმში სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშოები ხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, დამონტაჟდება უსინათლოთა ბილიკები, პანდუსები და ველობილიკები.
ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს.
სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 620 ათას ლარს შეადგენს.
სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზები“ ახორციელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 521 ლარით ფინანსდება, ორი სახიდე გადასასვლელის და 537 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.
განახლებული გზით კი, სოფლის ორმოცამდე ოჯახი ისარგებლებს.
ძლიერმა ქარმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას - მეჩეთს სახურავი გადახადა. დაზიანებულია გვერდით მდებარე სახლიც. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
გვერდით მდებარე სახლი მეჩეთიდან მოგლეჯილმა თუნუქის ფირფიტებმა დააზიანა.
როდის დაიწყება მეჩეთის სახურავის აღდგენა, ქედის მერიაში ჯერ არ იციან. მერიაში განმარტავენ, რომ კანონი უწყებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას უკრძალავს, თუმცა ამბობენ რომ ფაქტზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს აცნობეს...
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ინიციატივა გამოიტანეს, რომლის თანახმადაც 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფლისა და ერთ ქალაქის გაზიფიცირებას შეეხება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ეს არის მასშტაბური სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი. ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება სამუშაოები", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, თერჯოლის, წყალტუბოს,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება.
ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“.
უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. სოფელ ტაძრისის სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლემა მოინახულეს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება შენობის გარეფასადი.
ბორჯომის მერიის ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით,...
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.
სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე საექსპერტო შესყიდვების თაობაზე. კერძოდ, ჩატარდეს ექსპერტიზა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
დასკვნის შემდეგ...
„ახალციხის ციხეზე“, დამთვალიერებლების რაოდენობის მატების გამო, შეცვლილი განრიგით იმუშავებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ციხეზე სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა. თუ აქამდე ციხის ზედა ტერიტორიაზე მუშაობა დილით 09:00 საათზე იწყებოდა და 18:00 საათზე სრულდებოდა, ახლა 18:00 საათის ნაცვლად ციხე 19:00 საათამდე იმუშავებს.
უცვლელი დარჩა სამუშაო საათები სამცხე–ჯავახეთის ეროვნულ მუზეუმში. ადმინისტრაცია აქ მუშაობას 09:00 საათზე იწყებს და 18:00 საათზე ასრულებს.
„სამუშაო საათების რაოდენობას ტურისტების მატებასთან ერთად...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში რწყვის სეზონის მოახლობასთან დაკავშირებით, სამელიორაციო სისტემის გაწმენდვით სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არხი რომელიც 4 წელია არ გაწმენდილა, 1000 მეტრზე მეტი სიგრძისაა და 50 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო ფართობს რწყავს.
მიმდინარე სამუშაობი რამდენიმე დღეში დასრულდება.
ასევე, ქალაქის მასშტაბით არსებულ გაზონებსა და სკვერებში ითიბება ბალახი, ბერბუკში ირგვება ჯანმრთელი და იჭრება გამხმარი ხეები.
აღნიშნული მუნიციპალური ა(ა)იპ...
ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში საჯარო სკოლებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების შეკეთებას 2019 წელს ეტაპობრივად დაიწყებენ.
თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მომავალ წელს სამ სკოლას (N 25; N 19; N 9) ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას, 2020 წლისთვის ასევე სამ სკოლას (N 40; N 8; N 20) და ამდენივეს შეკეთება (N 23, N 16, N 24) იგეგმება 2021 წლისათვის.
"სკოლის შენობების რეკონსტრუქცია საჭიროების მიხედვით მოხდება. იქნება ეს ფასადი, სახურავი, ჭერი, კედელი თუ სველი წერტილების მოწესრიგება" - განმარტავენ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































