ბათუმში სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

602

ქალაქ ბათუმში სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშოები ხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, დამონტაჟდება უსინათლოთა ბილიკები, პანდუსები და ველობილიკები.

ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 620 ათას ლარს შეადგენს.

სოხუმის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზები“ ახორციელებს.