სამშენებლო კომპანია “m2 – უძრავი ქონება” თელავში 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, m2-მა თელავში 8512 კვ. მეტრის ფართი 1.5 მილიონ დოლარად უკვე შეიძინა.
,,3 წლის განმავლობაში “m2 – უძრავი ქონება” ქვეყანას 1000 სასტუმრო ნომერს შემატებს. ვიმედოვნებთ, რომ თელავის სასტუმრო, რომელიც ღვინის რეგიონში გაიხსნება, შეძლებს დამატებითი ტურისტების მოზიდვას”,-ამბობენ კომპანიაში.