სურამში ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

734

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება.

ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“.

უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას მისი შემდგომში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად.

უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სულ მცირე 400 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/417724

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და  დღეის მდგომარეობით, ჯამში 10 554 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.