ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, მემორანდუმის თანახმად ბოტანიკური ბაღები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გადაცვლია. მემორანდუმი ასევე გულისხმობს თანამშრომლობას და ურთიერთკოორდინაციას სამეცნიერო-კვლევით სფეროებში; ერთობლივი სამეცნიერო გამოცემებისა და კონფერენციების ორგანიზებას; თანამშრომლობას მცენარეთა კონსერვაციის საკითხებში; თანამშრომლობას მცენარეთა ინტროდუქციის საკითხებში; თანამშრომლობას მცენარეთა თესლების, კალმებისა და ნერგების ურთიერთგაცვლის საკითხებში; თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებში; თანამშრომლობას ახალგაზრდობის ეკოლოგიური განათლებისა და ბუნებისდაცვით საკითხებში; თანამშრომლობას ტურიზმის...
ქობულეთში საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი დაკეტილია, ნაწილი კი დაზიანებული. პლაჟთან ახლოს მდებარე ტუალეტებში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ონკანი და წყლის მილები. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათ მოსაწესრიგებლად ქობულეთის მერი ბიუჯეტის კორექტირებას ელოდება. მირიან ქათამაძის თქმით, ფინანსური დოკუმენტის ცვლილებისას საპირფარეშოების გასარემონტებლად თანხები გამოიყოფა. მერმა სანაპირო ზოლში ეკო საპირფარეშოების განთავსებაც დაანონსა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარებულოს ორი ფრაქცია დაემატა „ქართული ოცნება–კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება– მრეწველები“. ფრაქციების დარეგისტრირების შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა ინფორმაცია 25 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ცნობად მიიღეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„ქართული ოცნება–კონსერვატორებს“ ვარლამ ხვინგია, ხოლო „ქართული ოცნება–მრეწველებს“ ივანე შალუტაშვილი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით „ოცნების“ პარტია სამმა დეპუტატმა იანვარში დატოვა. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ გადავიდა,...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების პროგრამის განხორციელება დაიწყეს. სკოლის ადმინისტრაციამ აუდიოწიგნები შეიძინა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის ტრადიციული გაკვეთილების პარალელურად, ენათმეცნიერის, თამაზ კვაჭანტირაძის ვიდეოგაკვეთილებს მოუსმენენ.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, მიწა საკუთრებაში 450 000 -ზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო...
ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, რუსთავში უკანონოდ განთავსებული უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარებს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
სამუშაოები მეგობრობის მე-2 გასასვლელში მერიის ზედამხედველობისა და რუსთავსერვის ცენტრის წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია "პატრიოტები" შეიქმნა. გადაწყვეტილება საკრებულოს 27 აპრილის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
საკრებულოს ახალ ფრაქციას სოფელ არხილოსკალოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ხორნაული უხელმძღვანელებს.
ზესტაფონში წყალგაყვანილობის სისტემისა და საკანალიზაციო კოლექტორები გაიწმინდება. სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გაუმართავი სისტემის გამო, წვიმის დროს რამდენიმე ადგილზე მუდმივად დგება წყალი, რაც სამანქანო გადაადგილებას, ქვეითად მოსიარულეებსა და მაღაზიის მეპატრონეებს პრობლემას უქმნის.
„ზესტაფონს ეს პრობლემა დიდი ხანია აქვს და მისი გადაჭრა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, ბაკურ ჩხენკელის თქმით, უახლესი ტექნიკა...
წინა სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულ უბანში 3 კმ-ის მანძილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ერთი ფენა. სამუშაოებს შპს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 712 000 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ბობოყვათში მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება და 1000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლება იყწყება.
უწყების ცნობით, სოფელ ბობოყვათში, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სისტემის შიდა ქსელი მოძველებული იყო და ხშირად ზიანდებოდა მილები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევდა.
ქობულეთის მერია აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 972 885 ლარს დახარჯავს. პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ცენტრალური და შიდა ქსელების...
ქუთაისის საკრებულოს ახლადშექმნილმა გენდერულმა საბჭომ 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა მიიღო. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
საბჭოს ძირითადი ამოცანა გენდერული ნიშნით ძალადობასა და ფემიციდის საკითხებზე მუშაობა იქნება. ამ მიზნით, საბჭო შსს-თან, პროკურატურასთან, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან, პრემიერ-მინისტრისა და სახალხო დმაცველის აპარატის შესაბამისი მიმართულების დეპარტამენტებთან აპირებს თანამშრომლობას.
საბჭო გეგმავს საგანმანათლებლო მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადებას. შეიქმნება ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე იმუშავებენ. საბჭო აქტიურად...
ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში, მოსაცდელს ჭერი ჩამოეშალა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევა 26 აპრილს მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოსაცდელის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
რომელმა კომპანიამ ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაშლოვანის მოსაცდელს და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი, ამ ეტაპზე უცნობია. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მოსაცდელი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და არც მათ გაურემონტებიათ. მოსაცდელი არც საავტომობილო გზების დეპარტამენეტის ბალანსზე...
26 აპრილს, თეთრიწყაროს მერიაში გამართულ შეხვედრაზე, ტურიზმის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მუნიციპალიტეტში ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც შემდგომ სტრატეგიის დოკუმენტში აისახება.
"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებით, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობითა და კლიმატური პირობებით, გამორჩეული მხარეა. არსებული რესურსების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", - ნათქვამია...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მოსახლეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უფლებამოსილი პირები დასახლებაში მცხოვრებ პირებს პირადად სტუმრობენ და ადგილზე ათვალიერებენ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილს და მის შინამეურნეობას. დათვალიერების შემდეგ სპეცილისტები შესაბამის ოქმს ადგენენ.
კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ ფიზიკურმა პირმა ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით, აუცილებელია, დადასტურდეს ამავე პირის ცხოვრება მაღალმთიან დასახლებაში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით....
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” (GGI) ფარგლებში, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე – „ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები“, საჯარო დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს, "ღია მმართველობის პარტნიორობის" მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი, მათ შორის, მაღალი რანგის...
ქალაქ თერჯოლის ცენტრში მდებარე მინისტადიონის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტენდერი ხელოვნური საფარის შესყიდვას და მის მოწყობით სამუშაოებს ითვალისინებს. ტენდერის ღირებულება 31 995 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერის დასრულებისთანავე, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვლება ხელოვნური მწვანე საფარი, რეაბილიტირდება ღობე, სკამები, ფეხბურთის კარები და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































