ქალაქ თერჯოლის ცენტრში მდებარე მინისტადიონის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტენდერი ხელოვნური საფარის შესყიდვას და მის მოწყობით სამუშაოებს ითვალისინებს. ტენდერის ღირებულება 31 995 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერის დასრულებისთანავე, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვლება ხელოვნური მწვანე საფარი, რეაბილიტირდება ღობე, სკამები, ფეხბურთის კარები და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები.