ქუთაისის მერია თბილისის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ელექტრონული ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ღირებულება 1 057 801 ლარია. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ტენდერის პირობების თანახმად, კომპანიამ უნდა მოაწყოს ა/ბეტონის საფარით უნდა მოაწყოს თბილისის ქუჩის, თბილისის ქუჩის პირველი, მე-2 და მე-4 ჩიხები, იქ ასევე უნდა გაკეთდეს ღვარსადენი. ამასთან, თბილისის ქუჩის ა/ბეტონის საფარით გზის მოწყობის (ღვარსადენთან ერთად) სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 961 021 ლარს, ხოლო თბილისის...
ბორჯომში, ახალი უბნის დასახლებაში, საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, ხიდი მესხეთის ქუჩას რობაქიძის ქუჩასთან აკავშირებს. მისი სავალი ნაწილი კი წლები დაზიანებული იყო და ფეხით მოსიარულეებისთვის დისკომფორტს ქმნიდა.
როგორც მერმა ლევან ლიპარტიამ აღნიშნა, ხიდზე კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო ხის შემცველი პოლიმერული მასალა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, დამონტაჟდა ლითონის კარკასი, მავრთულბარდები და მოეწყო განათებები.
მერიის ცნობით, ახალი უბნის დასახლებაში წელს ახალი სკვერიც მოწყობა....
ბორჯომის მერიამ და ფონდმა "ჩვენი ბორჯომისთვის, პლატოს ტერიტორიაზე, ნაძვის, ფიჭვისა და რამდენიმე სახეობის ფოთლოვანი ხის 100-მდე ნერგი დარგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.
აღნიშნული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კოპმანია "IDS ბორჯომი საქართველოს“ დაფინანსებით განხორციელდა.
კასპის მერიის მიერ გამოცხადებული 13 000-ლარიანი ტენდერი, რომელიც ორ დიდ სოფელში, სასმელი წყლის რეზერვუარისა და სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენას გულისხმობს, ისევ ჩავარდა. ინფომაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
სოფელ ხოვლეში, წყლის სათავე ნაგებობაზე სადრენაჟე სისტემაა გამოსაცვლელი, ხოლო სოფელ თელიანში - შიდა ქსელების გარკვეული მონაკვეთების ამოცვლაა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ამავე პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია ვალდებულია წარადგინოს ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ასევე მოამზადებინოს წყლის ლაბორატორიულ-ქიმიური...
დაახლოებით, 722 ათასი ლარი დაიხარჯება სანიაღვრე არხის მოსაწყობად, რომლის განხორციელებას მერია გორის სამხატვრო სკოლიდან სტალინის სახლ-მუზეუმამდე არსებულ მონაკვეთზე აპირებს. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამჟამად, ნინოშვილისა და თბილისის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ნალექის დროს, თბილისის დამრეცი ქუჩიდან წყალი, სწორედ, სამხატვრო სკოლასთან გროვდება. გაუმართავი სანიაღვრე არხის გამო კი, წყალი ასევე, ნინოშვილის ქუჩის დასაწყისშიც ქმნის პრობლემას.
პროექტის მიხედვით, ტენდერში გამოვლენილმა...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლის შესასვლელამდე არსებულ გზაზე ასფალტს დააგებენ. გადაწყვეტილება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 24 აპრილს მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გზის სიგრძე, დაახლოებით, 700 მ-ია. მერიამ სამუშაოებისთვის 378 000 ლარი გამოყო. ასფალტთან ერთად მოეწყობა არხები და ეზოებთან მისასვლელებიც.
სოფელი კნოლევი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ემიჯნება ზნაურის (ყორნისის) მუნიციპალიტეტს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება და რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.
გამყოფ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხოური ინვესტიციით სამი ქარხანა აშენდება. კეროძ, კომპანია "არიკ ჯგუფი" გეგმავს, რომელიც ღვინის, გამომშრალი ჩირისა და ფსტის საწარმოებს ეტაპობრივად ააშენებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
როგორც კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი აცხადებს, მიმდინარეობს 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხეხილის ბაღისა და 1000 ჰექტარი ფსტის პლანტაციის გაშენება. ამ მიმართულებით სამუშაოების ნაწილი 2018 წელს დასრულდება.
"ღვინის ქარხნის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული საწარმო წელიწადში 4 მილიონ...
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობას, გამოკითხულთა 12% კარგად აფასებს, 42%- საშუალოდ. კვლევაში მონაწილეთა 20% თბილისის საკრებულოს მუშაობას უარყოფითად აფასებს, 6 % კი ძალიან ცუდად.
ამავე კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 12% – უარყოფითად. კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 31%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის 4%-მა.
კვლევა 20...
გელათის მონასტრის კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები.
მომზადებული პროექტის საფუძველზე, ფიზიკურ სამუშაოებს საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური გაერთიანებების არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფები ახორციელელბენ.
მსოფლიო ბანკის,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიის ინჟინრებთან ერთად, კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება „სინოჰიდროს“ მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთს, უწყების ცნობით ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ გზების დეპარტამენტმა გაფრთხილება მისცა.
უწყების ინფორმაციით, პრობლემების...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
სახლი, სადაც პოეტი ცხოვრობდა, აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის - ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში მღვდელმსახურად XIX ს. 60-იან წლებში დაადგინეს. სახლი ორსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე. ორივე სართულზე ორ-ორი ერთმანეთის გვერდით...
თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 12% - უარყოფითად. კალაძის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 31%, ხოლო მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის 4%-მა. ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევაში წერია.
კვლევა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში...
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" საქართველოში საზოგადოების განწყობები შეისწავლა და 2018 წლის მარტის გამოკითხვის შედეგები წარადგინა. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევა 20 მარტი – 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოიკითხა ქვეყნის ქართული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
სრული კვლევა იხილეთ...
ოკუპირებულ სოხუმში მდებარე 50 წლის წინანდელ საათს, დეფაქტო მთავრობა რეაბილიტაციას უტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, ახალი კოშკი ძველის იდენტური იქნება, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის. ასევე დაგეგმილია ხის კონსტრუქციის მეტალით შეცვლა.
ამ ეტაპზე, სამუშაოები სახელოსნოში მიდმინარეობს, სადაც ახალი კოშკისთვის კონსტრუქცია მზადდება. სპეციალისტებმა კოშკის შეცვლა მისი შესწავლის შემდეგ გადაწყვიტს. 50-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ, ხის...
გორში, სადგურის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შეწყდა. მშენებარე კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს. მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწო და 6 თვეში უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გორის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა. გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძის განცხადებით, მერია იმ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რომელმაც...
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, ჯაიმელას ისტორიულ ხიდთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის 3480 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 4207-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა ასევე სოფელ აბუქეთაში დაკიდულ ხიდთან გზაზე. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ჯაიმელას ხიდის მიმდებარედ ბილიკებისა და საფეხურების მოწყობა, განათების დამონტაჟდება და სველი წერტილის მშენებლობა იგეგმება. ხოლო, აბუქეთაში დაკიდულ ხიდთან გზაზე მოაჯირი უნდა გაკეთდეს.
კეთილმოეწყობა ცივასულას და ქვედა ბზუბზუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზებიც. ჯამში ქედის მერია ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი გზების მოწყობისთვის 120 ათას ლარს დახარჯავს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































