ბორჯომში, ახალი უბნის დასახლებაში, საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
უწყების ინფორმაციით, ხიდი მესხეთის ქუჩას რობაქიძის ქუჩასთან აკავშირებს. მისი სავალი ნაწილი კი წლები დაზიანებული იყო და ფეხით მოსიარულეებისთვის დისკომფორტს ქმნიდა.
როგორც მერმა ლევან ლიპარტიამ აღნიშნა, ხიდზე კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო ხის შემცველი პოლიმერული მასალა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, დამონტაჟდა ლითონის კარკასი, მავრთულბარდები და მოეწყო განათებები.
მერიის ცნობით, ახალი უბნის დასახლებაში წელს ახალი სკვერიც მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოების დასაწყებად კი, უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება.