უფლისციხესთან მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა. ამის გამო, საფრთხე მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებს შეექმნა. ერთ-ერთი მოსახლის ნაკვეთის დიდი ნაწილი მდინარემ უკვე წაიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო" ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობა ნაპირების გამაგრებას ითხოვს, რადგან დინება სხვა ნაკვეთებსაც უქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, სახიფათოა მდინარის ნაპირას მისვლაც - ნიადაგი ფხვიერია და ადვილად იშლება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე ჟურნალისტებიც იყვნენ. როგორც მან თქვა, თბილისში ბევრი ავარიული შენობაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "სამწუხაროდ, უამრავი ავარიული შენობა გვაქვს ქალაქში; ჩვენ ეტაპობრივად ვეცდებით ყველა უბანში შევიდეთ და გავალამაზოთ ის სიმდიდრე, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს... მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება იმიტომ, რომ ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია; შესაბამისად, მას მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა...
ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა (ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა) და ორი ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფასადების რეაბილიტაციას შ.პ.ს. "მსწრაფმსენი" 69 969 ლარად, ხოლო ეზოების კეთილმოწყობას ინდმეწარმე ვახტანგ კუჭაშვილი 346 540 ლარად ასრულებს. მერიის ცნობით, თანხა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოიყო.
ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ადგილზე) სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "მშენსერვისი 55" სამუშაოს 129 170 ლარად ასრულებს. აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. სკვერის მშენებლობა ხელშეკრულების პირობების თანახმად 13 ივლისს დასრულდება.
ქალაქ ზესტაფონის ცენტრალურ ნაწილში, ჭანტურიას ქუჩაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეაბილიტირებულ ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე კი დეკორატიული საათი დამონტაჟდა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფი ბილიკებიც მოეწყო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 93 969 ლარია. ასევე, ჭანტურიას ქუჩაზე, ისევე, როგორც სხვა ცენტრალურ ქუჩებზე სულ ცოტა ხნის წინ, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ზებრა გადასასვლელების დახაზვაც...
სტატიის გაგრძელება სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.  ამ ეტაპზე კორპუსებში შიდა სამუშაო მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების,სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, დასრულების შემდეგ, ობიექტი  ოპერირებისთვის  ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლინიკის ტერიტორიაზე...
„აქ მთავარია 3 ძირითადი საკითხი - მუნიციპალიტეტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და უფლებები, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფული ამ უფლების განსახორციელებლად და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების   მიღებაში,“ -  ამ რეკომენდაციას  ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის რეალურად გატარებისთვის  droa.ge-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი მიხეილ ჩიტაძე იძლევა.  7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების პროცესში გორიც მოჰყვა და შესაბამისად, ქალაქ გორის და გორის...
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ნაციონალებს ბათუმის მერიის უწყებებიდან ინფორმაციის მიღება უჭირთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ბათუმის მერია ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იქცა", - თქვა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფცია და ნეპოტიზმი მძვინვარებს და ა(ა)იპ-დან და შპს-ებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, ამასთან, გამოთხოვილი ინფორმაციები არასრულყოფილია. „გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია. თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული. ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "სიტი პარკის" წინააღმდეგ იურისტებს დედაქალაქის მერიაც აიყვანს. „სითი პარკთან“ დაკავშირებით სიახლე არაფერი არ არის. მათ აიყვანეს იურისტები, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს“, - განაცხადა კალაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.  კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და...
ბათუმში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ბაზალტის ბორდიურების, ტროტუარებზე ორშრიანი დეკორატიული ფილების, უსინათლოთა ბილიკებისა და პანდუსების მოწყობა. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს. კომახიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 3 557 679 ლარი დაიხარჯება.
აგვისტოდან ფოთს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი ექნება. უწყების ცნობით, ფოთის სტადიონი 6 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება მოედნის ახალი მწვანე საფარისა და სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობა, ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი და მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი მცხოვრები.
გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩის 485 მეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ჭალის დასახლება, სტალინის გამზირიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე). გორის მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას. ასევე, ქუჩის ამ მონაკვეთზე ტროტუარები ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 273 766 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის...
წინა სტატია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერიაში მდებარე ე.წ. ნახევარხიდის რეაბილიტაცია თითქმის ნახევარი წელი გაჭიანურდა და დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ხიდი ზუსტად ნახევრად არსებობს და შედეგად მის მიღმა მცხოვრებ ოჯახს სხვა ადამიანებთან კონტაქტი ფიზიკურად არ შეუძლიათ. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ნახევარხიდის“ რეაბილიტაცია 6 მაისს განახლდა და 10 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. "ადგილზე სამუშაოები სექტემბერში, ტენდერში გამარჯვეულმა ქუთაისურმა კომპანიამ TU-KA-მ დაიწყო, თუმცა ნოემბერში უამინდობის გამო...
ხულოს სოფელ ვაშლოვანის ახლადაშენებულ სოციალურ სახლთან ბეტონის ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამას სოციალურ სახლში მცხოვრებლები აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან სამშენებლო სამუშაოები საცხოვრებელი სახლიდან 20-25 მეტრში მიმდინარეობს. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ წუთებში ხულოს მერიის შენობაში არიან და გოჩა მელაძესთან შეხვედას ითხოვენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერნამენტული აქციით იმუქრებიან.
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის ფარგლებში სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „არსებობს ძალიან ვრცელი სივრცე იმ საკითხებზე, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი. საბჭოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს დიალოგი. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშენებლობის სფერო არის ის სფერო, სადაც გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის შესაძლებობა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები. ერთ-ერთი გამოსავალი არსებულ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ