უფლისციხეში მოსახლეობა მტკვრის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ითხოვს

1072
უფლისციხესთან მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა. ამის გამო, საფრთხე მოსახლეობის კუთვნილ ნაკვეთებს შეექმნა. ერთ-ერთი მოსახლის ნაკვეთის დიდი ნაწილი მდინარემ უკვე წაიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო” ცენტრი ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ნაპირების გამაგრებას ითხოვს, რადგან დინება სხვა ნაკვეთებსაც უქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, სახიფათოა მდინარის ნაპირას მისვლაც – ნიადაგი ფხვიერია და ადვილად იშლება.