თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, “სიტი პარკის” წინააღმდეგ იურისტებს დედაქალაქის მერიაც აიყვანს. „სითი პარკთან“ დაკავშირებით სიახლე არაფერი არ არის. მათ აიყვანეს იურისტები, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს“, – განაცხადა კალაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.
კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 მარტს განაცხადა, რომ 10 აპრილიდან კომპანიას ხელშეკრულებას გაუწყვეტდა.
10 აპრილს სიტი პარკი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაანაცვლა.