აგვისტოდან ფოთს ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება

1108

აგვისტოდან ფოთს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი ექნება.

უწყების ცნობით, ფოთის სტადიონი 6 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება მოედნის ახალი მწვანე საფარისა და სანიაღვრე სისტემის კეთილმოწყობა, ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი და მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.

მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი მცხოვრები.