ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

680

ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ადგილზე) სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “მშენსერვისი 55” სამუშაოს 129 170 ლარად ასრულებს. აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

სკვერის მშენებლობა ხელშეკრულების პირობების თანახმად 13 ივლისს დასრულდება.