არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის ფარგლებში სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„არსებობს ძალიან ვრცელი სივრცე იმ საკითხებზე, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი. საბჭოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს დიალოგი. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშენებლობის სფერო არის ის სფერო, სადაც გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის შესაძლებობა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები. ერთ-ერთი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში არის ყველა მხარის ჩართვა, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.