2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის გურჯაანის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, პირველ მაისს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
სააღმზრდელო დაწესებულებაში ორი წლიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები მიიღებიან.
"ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაღებში ვითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიულად ახლოს მცხოვრები ბავშვები მივიღოთ, ასევე უპირატესობას ვანიჭებთ იმას, დადიან თუ არა აქ ბავშვის დედმამიშვილები. არის შემთხვევებიც, როდესაც მშობელი მუშაობს მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურში, ასეთ ბავშვს ვრიცხავთ ქალაქის ბაღში....
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა, საიდანაც 7 წლის წინ ექსპონატები გადაიტანეს, მიტოვებული და ამორტიზებულია. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს.
გამოცემის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანმა შენობამ, ფუნქცია დაკარგა და საპირფარეშოდ არის ქცეული. მხოლოდ, შენობის წინა მხარეს აქვს ფუნქცია, რომელსაც სარეკლამო ბანერის განსათავსებლად იყენებენ.
წლების განმავლობაში ქალაქის ყოფილი ხელისუფლება ამბობდა, რომ შენობისთვის ფუნქციის მოძებნით თავადაც იყო დაინტერესებული, თუმცა,...
თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალური ნიმუშია.
თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის; შენობის პერიმეტრზე არსებული ხის კარ-ფანჯრებისა და აივნების...
თბილისში, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის იმ ვაკანსიების გაცნობას ისახავდა, რომლებიც ამ დროისთვის რაიონში ხელმისაწვდომია.
თბილისის საკრებულოს ცნობით, ფორუმში მონაწილეობა 20-მდე კერძო კომპანიამ მიიღო. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ თავად გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს და მათთვის სასურველ ვაკანსიაზე განაცხადი შეევსოთ.
როგორც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ თქვა, ფორუმზე სამგორის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად გაცნობოდა იმ ვაკანსიებს, რომლებიც სხვადასხვა...
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სკვერი-ბიბლიოთეკა მოეწყო.
ბავშვებს სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. მათი სიხარული ჩვენი ზურგის ქარია. #ეკვილიბრიუმის ეს მიმართულება კონფლიქტის ხაზთან მდებარე სოფლებში მსგავსი სივცრეების შექმნას გულისხმობს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით ხორციელდება”, - თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 465 ათასი ლარს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კანიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია, ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, ტურისტული ბილიკების შეკეთება და სამი საბავშვო მოედნის მოწყობა.
დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ვადა 30 მაისს იწურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გამოფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს, ეს კი ზაფხულის ტურისტულ...
მსოფლიო ბანკმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სართველოს მელიორაციას“, სარწყავი სეზონისთვის, სპეციალური ტექნიკა გადასცა.
უწყების ცნობით, ამ ტექნიკის დახმარებით, სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი, ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმებტები და ა.შ.).
სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა წარადგინა. ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კაკაურიძის თქმით, პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5 პროცენტს გადააჭარბა და 5,2 პროცენტი შეადგინა. ხოლო მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 5,6 პროცენტის ფარგლებში იყო.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო.
უწყების ცნობით, ბაკურიანში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების არასრული ჩამონათვალი შემდეგია: ქუჩების და ტროტუარების, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცეების მშენებლობა, ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა, მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მოწყობა.
ეს პროექტები საბიუჯეტო თანხებით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
სამუშაო არეალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...
გორში მდინარე „მეჯუდას“ კალაპოტისა და ნაპირების გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „გალაქტიკა“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მდინარის 2 კმ-იან მონაკვეთზე კალაპოტის დაღრმავება და გაგანიერება ხორციელდება.
არსანიშნავია, რომ მდინარის კალაპოტში ჩახერგილი ხეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. პრობლემას წარმოადგენდა ასევე კალაპოტის სიღრმე და ე.წ. კუნძულები, რის გამოც...
2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ სოფლების - ნორიოს, ახალსოფლის, მარტყოფის, ახალი სამგორის, ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ღირებულება 17 600 000 ლარია. გიორგი კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წყალმომარაგების...
,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი", ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" იწყებს.
პროექტის ფარგლებში, ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგ-კურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ეხება.
ტრენინგი ქალაქ ქობულეთში 13 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ტრენინგ-კურსი უფასოა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგი ორ ნაწილად ჩატარდება. I ნაწილში - "რა არის ადგილობრივი...
გორის სპორტის სასახლე ოფიციალურად მერიის საკუთრება გახდა. მერმა კოტე თავზარაშვილმა მისი დირექტორი უკვე დანიშნა. 7 მაისის გადაწყვეტილებით, სასახლის ხელმძღვანელი ბორია გოგიჩაიშვილი უხელძღვანელებს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ბიზნესმენი და სპორტსმენი ბორია გოგიჩაიშვილი ამავე დროს შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.
სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.
სასახლის...
გურჯაანში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ექო-თოფუზი" გაიმართება. ფესტივალი 11 მაისს 14:00 საათზე გაიხსნება.
ღონისძიება გურჯაანის კულტურის ცენტრშია დაგეგმილი. ფესტივალი ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყება, შემდეგ კი კულტურის ცენტრის დარბაზში ანიმაციური კინოჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. 2.7 კილომეტრი სიგრძის გზისთვის 1,8 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
თანხა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე გადაირიცხა. სწორედ კასპის მერია იქნება სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი, რომელიც ზაფხულში დაიწყება და სამი თვე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გზის მონაკვეთი იწყება ქვემო ჭალიდან, გადის საკორინთლოს და აღწევს ახალშენს.
ამ გზაზე...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები მოსახლეობა მასობრივ აქციებს აანონსებს. ადგილობრივი მოსახლეობისი თქმით, ცხრა სოფლის მოსახლეობა საქონელი საძოვრებამდე მიყვანას ვეღარ ახერხებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრები კაზამფარ მამედოვი ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც წლების განმავლობაში 4000-მდე ოჯახს საქონელი საძოვრად გადაჰყავდა, ამჟამად უცხოური საინვესტიციო კომპანია ”არიკ ჯგუფის” საკუთარებაშია.
"უცხოური საინვესტიციო კომპანია "არიკ ჯგუფი" არ გვაძლევს საშუალებას, რომ საქონელს მოვაძოვოთ. იყიდეს მიწები, გათხარეს და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































