მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სპეცტექნიკა გადასცა

635

მსოფლიო ბანკმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სართველოს მელიორაციას“, სარწყავი სეზონისთვის, სპეციალური ტექნიკა გადასცა.

უწყების ცნობით, ამ ტექნიკის დახმარებით, სამელიორაციო სისტემებზე ავარიის შემთხვევაში, მათ შორის სტაციონარულ და გადასატან სატუმბ სადგურებზე შესაძლებელი გახდება ოპერატიულად განხორციელდეს სარემონტო სამუშოები, რომელიც აღიჭურვება სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობებით (გენერატორი, შედუღების აპარატი, ელ. მექანიკური ხელსაწყოები, ინსტრუმებტები და ა.შ.).

სპეციალური დანიშნულების ტექნიკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.