მარტვილის კანიონის რეაბილიტაციაზე 465 ათასი ლარის ტენდერი გამოცხადდა

1582

დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 465 ათასი ლარს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კანიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია, ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, ტურისტული ბილიკების შეკეთება და სამი საბავშვო მოედნის მოწყობა.

დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ვადა 30 მაისს იწურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გამოფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს, ეს კი ზაფხულის ტურისტულ სეზონს ემთხვევა.