ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სკვერი-ბიბლიოთეკა მოეწყო.
ბავშვებს სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. მათი სიხარული ჩვენი ზურგის ქარია. #ეკვილიბრიუმის ეს მიმართულება კონფლიქტის ხაზთან მდებარე სოფლებში მსგავსი სივცრეების შექმნას გულისხმობს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით ხორციელდება”, – თქვა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.