გამყოფ ხაზზე მდებარე ქვემო ჭალიდან საკორინთლო-ახალშენამდე გზა გაკეთდება

970

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. 2.7 კილომეტრი სიგრძის გზისთვის 1,8 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

თანხა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე გადაირიცხა. სწორედ კასპის მერია იქნება სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი, რომელიც ზაფხულში დაიწყება და სამი თვე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გზის მონაკვეთი იწყება ქვემო ჭალიდან, გადის საკორინთლოს და აღწევს ახალშენს.

ამ გზაზე სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა.