გურჯაანის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება

1046

2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის გურჯაანის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, პირველ მაისს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

სააღმზრდელო დაწესებულებაში ორი წლიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები მიიღებიან.

“ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაღებში ვითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიულად ახლოს მცხოვრები ბავშვები მივიღოთ, ასევე უპირატესობას ვანიჭებთ იმას, დადიან თუ არა აქ ბავშვის დედმამიშვილები. არის შემთხვევებიც, როდესაც მშობელი მუშაობს მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურში, ასეთ ბავშვს ვრიცხავთ ქალაქის ბაღში. საბუთების მიღება ხდება მშობლის მიერ შერჩეულ საბავშვო ბაღში”, – განმარტავს მიღების პროცედურებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების უფროსი სპეციალისტი ლალი გოჩიაშვილი.

საბავშვო ბაღში აღსაზედელის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები: მშობლების პირადობის ასლები, ჯანმრთელობის ცნობა ფორმა ასი, განცხადება, ფოტოსურათი სამი ოთხზე და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.