სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

606

თბილისში, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი სამგორის რაიონის მოსახლეობისთვის იმ ვაკანსიების გაცნობას ისახავდა, რომლებიც ამ დროისთვის რაიონში ხელმისაწვდომია.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ფორუმში მონაწილეობა 20-მდე კერძო კომპანიამ მიიღო. დასაქმების მსურველებს საშუალება ჰქონდათ თავად გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს და მათთვის სასურველ ვაკანსიაზე განაცხადი შეევსოთ.

როგორც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ თქვა,  ფორუმზე სამგორის რაიონის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად გაცნობოდა იმ ვაკანსიებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებს აქვთ გამოცხადებული. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმის შედეგი იქნება წარმატებული და ღონისძიების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება.