მერიის ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხიდის სავალი ზედაპირი მოწყობა ახალი ფოლადის ფურცლით, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები. ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 39 063 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლ გრუპი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.  
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მდებარე საჯარო სკოლასთან არსებული სპორტული დარბაზი ინგრევა და კედლებიდან საშენი მასალა ცვივა. მოსახლეობის თქმით, შენობასთან საგანმანათლებლო დაწესებულების სტადიონი მდებარეობს, სადაც  დასვენებებზე მოსწავლეები თამაშობენ და თავს საფრთხეში იგდებენ. ადგილობრივები შენობის დემონტაჟს ითხოვენ. ამის შესახებ edu.aris.ge წერს. ,,საშიშია მაგ დარბაზთან მიახლოებაც კი. სასწრაფოდ დემონტაჟი უნდა მოხდეს ამ შენობის“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ წიქარიძე. სპორტული დარბაზში ყოფნის საფრთხეს მასწავლებლებიც ადასტურებენ....
ვაკის რაიონის გამგეობამ სოფელ თხინვალში, აბულაძის პირველ შესახვევში საყრდენი კედლის მშენებლობა დაასრულა. ამ ტერიტორიაზე, ფერდობის დამჭერი 64 მეტრის სიგრძისა და 4,5 მეტრის სიმაღლის კედელი აშენდა. პროექტის ბოლო ეტაპზე, კედელზე ასევე, ღობე მოეწყობა.
აჭარის მთავრობა გონიოს პოლიგონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს. კონცეფცია  საქართველოს მთავრობის დაკვეთით კერძო კომპანიამ გასულ წელს შეიმუშავა. პროექტის მიხედვით, გონიოს აქვს “უნიკალური პოტენციალი, განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი". ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. კონცეფცია და იდეა შემუშავებულია, ტერიტორია შესწავლილია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხითაც, თუმცა ჯერ-ჯერობით, უცნობია, არიან თუ არა ამ იდეით დაინტერესებული ინვესტორები. ამასთან, ყოფილ სამხედრო პოლიგონზე ჯერ კიდევ განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ეკოლოგებიც აფასებენ. ისინი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დაასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში სკოლების ბუფეტები შეამოწმა. შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც ბუფეტებში საკვების შემტანი ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ბიზნესოპერატორი ელენე ბუაჩიძე, რომელსაც პროდუქცია  №23 საჯარო სკოლის ბუფეტშიში აქვს. დაჯარიმდა №5 საჯარო სკოლის ბუფეტის ბიზნესოპერატორი გიორგი ცხოვრებოვიც. ამ სკოლების ბუფეტები/სამზარეულოები სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტში დააჯარიმა.
წინა სტატია ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ს ახალი უფროსი ჰყავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აღნიშნული თანამდებობა რევაზ თევდორაძემ დატოვა. თევდორაძე ა(ა)იპ-ს მხოლოდ ხუთი თვე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით წასვლა კოლეგების მიერ გუნდური პრინციპების უხეშად დარღვევის გამო გადაწყვიტა.  დღეს ქუთაისის მერმა კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ში უფროსად ვაჟა ჯუღელი დანიშნა. ვაჟა ჯუღელი ქუთაისის მერიაში კულტურის განყოფილებას...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თავმჯდომარე და მოადგილეები არ მივიდნენ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. საკრებულოს თავმდჯომარისა და მოადგილეების მსგავსად, სხდომათა დარბაზში დეპუტატების ნაწილიც არ მივიდა, ქვორუმი ვერ შედგა. ამის გამო, სხდომა ერთი საათით გადაიდო. დეპუტატთა არმისვლის მიზეზი უცნობია. რეგლამენტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დეპუტატის ნახევარი 12 საათზეც ვერ შეიკრიბა, სხდომა ორშაბათამდე გადაიდება. დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს წევრებმა 33 საკითხი უნდა...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს სამ ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უფლებამოსილების შესრულებას გასული კვირიდან შეუდგნენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეების კონკურსის საფუძველზე, სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ავთანდილ ხუმარაშვილი დაინიშნა, სოფელ არხილოსკალოში იოსებ კობაიძე, ხოლო გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულს ზვიად ზვიადაური უხელმძღვანელებს'', - თქვეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. პრესის სახლის წინ, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყობა. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისში“ აცხადებენ, რომ ზებრა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნითი ხაზები მთელ ქალაქში გაკეთდება. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს. "ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მონიშვნითი ხაზების დახაზვა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან აპრილის თვეში დაიწყო. სამუშაოები უკვე განხორციელდა რუსთაველის, ფალიაშვილის, წერეთლისა და თამარ მეფის ქუჩებზე. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე,...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა. შეკითხვაზე: "რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისღწევად", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ძალიან გავრცელებულია - 15% უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული - 21% ნაწილობრივ გავრცელებულია, ნაწილობრივ არა - 37% უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ. შეკითხვაზე: "რამდენად ენდობით ან არ ენდობით  საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებას", კვლევაში მონაწილეების პასუხები შემდეგნაირად განადაწილდა: 11% სრულად ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას; 21% უფრო მეტად ენდობა, ვიდრე...
წინა სტატია ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველი რეზო თედორაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. ის კოლეგებს გუნდური პრინციპების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს. რეზო თედორაძის თქმით, ს ადამიანები, რომლებიც ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას აფერხებდნენ, დღეს მაღალ თანამდებობებზე, დამსახურებების გარეშე არიან. "როგორც თვითონ ვაჟა ჯუღელი აფიქსირებს, არავითარ ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია! რაც შეეხება სიტყვიერს, მე მას რამდენიმეჯერ შევახსენე, რომ10:30-ზე გრაფიკით ა(ა)იპის ღონისძიება...
ახალციხის სკვერებში ბიუეტები დამშრალია. ახალციხეში ცენტრალურ პარკში, ასევე, ცხრა აპრილის ქუჩაზე და შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერებში სამი ბიუეტია, თუმცა, სამივე დამშრალია. ადგილობრივებისთვის კი ეს სკვერები თავშეყრის მთავარი ადგილებია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბიუეტების მილებია დაზიანებული და მათ შეკეთებას 14 მაისიდან დაიწყებენ.
ახალციხეში, სოფელ აწყურში, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, 60 წლის წინ გაშენებულ ხელოვნურ ტყეში ფიჭვის ხეები ხმება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სოფელ აწყურთან ახლოს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე გაყვითლებული ფიჭვის ხეები პირველად გასულ წელს შენიშნეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, წელს გამხმარი ხეების რაოდენობა გაიზარდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ აწყურის ტყეში ხეების ხმობის შესახებ „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო: „რამდენიმე დღეში სპეციალისტების ჯგუფს გამოვგზავნით...
გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე გარემოვაჭრეები, მერიის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ გააფრთხილა. მოვაჭრეები ამასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ ხანდამაშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. "გვეუბნებიან, ბაზარი უნდა დაიშალოსო, ასეც რომ არ იყოს, იქ ადგილი მაინც არ არის. მერს შევხვდით, ვუთხარით, რომ რამე ტერიტორია მოგცეს, სადაც დავდგებით და ვივაჭრებთ. ახლა შემოდის, მარწყვი, ატამი, ბალი და სხვადასხვა ხილი, რა ვქნათ, სად წავიღოთ?! აქ დგომის ნება ორშაბათამდე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ