სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში სკოლების ბუფეტები შეამოწმა. შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც ბუფეტებში საკვების შემტანი ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ბიზნესოპერატორი ელენე ბუაჩიძე, რომელსაც პროდუქცია №23 საჯარო სკოლის ბუფეტშიში აქვს. დაჯარიმდა №5 საჯარო სკოლის ბუფეტის ბიზნესოპერატორი გიორგი ცხოვრებოვიც.
ამ სკოლების ბუფეტები/სამზარეულოები სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტში დააჯარიმა.