გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თავმჯდომარე და მოადგილეები არ მივიდნენ. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
საკრებულოს თავმდჯომარისა და მოადგილეების მსგავსად, სხდომათა დარბაზში დეპუტატების ნაწილიც არ მივიდა, ქვორუმი ვერ შედგა. ამის გამო, სხდომა ერთი საათით გადაიდო. დეპუტატთა არმისვლის მიზეზი უცნობია.
რეგლამენტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დეპუტატის ნახევარი 12 საათზეც ვერ შეიკრიბა, სხდომა ორშაბათამდე გადაიდება. დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს წევრებმა 33 საკითხი უნდა განიხილონ.