წინა სტატია
ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის და საუბნო საარჩევნო კომისიების დახურვის შემდგომ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება მედიისთვის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხვალ 08:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.
2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა....
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გ; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის...
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში არსებული ვითარება, ხორცის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
სეს-ის ცნობით, ამ ობიექტში დაცული იყო სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები და დარღვევები არ გამოვლენილა.
მიმდინარე წელს, სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურმა აგრარულ ბაზრებში 19 ობიექტი შეამოწმა , საიდანაც 2 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; ასევე გამოვლინდა ვადაგასული...
2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტს 106 538 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" გორის მერიის ტურიზმის განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, ზამთრის შემდეგ, ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება: "ეს ინფორმაცია მოიცავს ოფიციალურ ინფორმაციას ტურისტების შესახებ, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს გორის ტურიზმის ცენტრში, მათ შორის, ატენი-უფლისციხის მიმართულებით," -აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის მერიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო აკრიტიკებს. ნუგზარ ამაღლობელის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა დღვანი-შუახევის და ხაბელაშვილები-ხიჭაურის მიმართულებით სასმელი წყლის ფილტრების მოწყობისთვის, თუმცა ფილტრები უხარისხოა და არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შუახევის მერიაში ბრალდებას უსაფუძლოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ ფილტრები მუშაობს, თუმცა სრული დატვირთვით არა, რადგან დამატებით გამოიკვეთა ე.წ წნევის ჩამხშობი დანადგარის დამონტაჟების საჭიროება, რისთვისაც 12 ათასლარიანი ტენდერია გამოცხადებული.
წინა სტატია
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა.
წყალტყბის მერიის ინფორმაციით, პირველი სხდომის მთავარი თემა მოქალაქეებისათვის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის გაცნობა იყო.
ასევე, ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა.
„წყალტუბოს განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია მოქალაქეების ჩართულობა. სამოქალაქო ბიუჯეტი კი სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა – როდესაც მოქალაქეების ჯგუფს შეუძლია პრიორიტეტები განსაზღვროს...
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.
"პროექტი მიზნად ისახავს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც გააუმჯობესებს ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და შექმნის ახალ...
ახალციხეში, საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა ისე დასრულდა, რომ ცენტრალურ მილზე ადგილობრივების საკანალიზაცო სისტემა არ დაუერთებიათ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ დასახლებაში მხოლოდ ცენტრალური მილები გაიყვანა: „ასე დატოვეს და წავიდნენ, ვერ გეტყვით რა იქნება. ჯერ გვითხრეს ეზოებამდე მოგიყვანთ და მერე სახლებში თქვენ შეიყვანეთო, ახლა ამბობენ 200–300 ლარი უნდა გადაიხადოს თითო ოჯახმა, რომ დაერთების ნებართვა...
გორის მერიის ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის პროგრამას „სტუდენტური იდეების კლუბის" წევრები გაეცნენ.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს პროგრამა გორის მერიის ახალგაზრდული საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა წარუდგინა.
უწყების ცნობით, გორის მერიის ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ორკომპონენტიანია და მოიცავს როგორც პროექტების თანადაფინანსებას, ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაუმეტეს 80% -ით დაფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის ასევე მიიღებენ...
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
„პრემიერის განცხადება, რომლებიც განიხილავს წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხს, უკვე კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება, კერძოდ, ეს არის 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი და 200 000-ზე მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი. სახელმწიფოს გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელიც დროშია გაწერილი...
წინა სტატია
ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული ზეინაბ მორგოშიას პროცესი გადაიდო. მოსამართლის განცხადებით, ამის მიზეზი „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ სასამართლოში შესული განცხადებაა, რომელშიც წერია, ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია ოზურგეთში, დასავლეთ საქართველოს პოეტთა შემოქმედებით საღამოზეა მიწვეული. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
წერილში, რომელიც მადონა მაქაცარიამ ოზურგეთის ბიბლიოთეკიდან 8 მაისს მიიღო, ასევე ნათქვამია, რომ ისინი ღონისძიებაზე მომღერალ ბიბლიოთეკარებსაც ეპატიჟებიან.
ზეინაბ მარგოშიას ადვოკატი ჯემალ ჭკადუა არ დაეთანხმა გადადების წინადადებას. მისი განმარტებით, მხარეებმა იცოდნენ პროცესი...
ზუგდიდის №67-ე საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, 13 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს - ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.
"ცესკო-მ ამ არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული...
ბათუმის ბულვარში სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა, შესაძლოა, 5 წლის შემდეგ დასრულდეს, ბიუჯეტიდან კი, დამატებით, 85 ათასი ლარი დაიხარჯოს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა ბათუმის სანაპიროზე 2013 წელს დაიწყო. ''ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციამ, არდაგანის ტბასთან, მოედნის მოსაწყობად 283 ათასი ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. კომპანიას მშენებლობა 2013 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა.
ტენდერი კომპანია "გუმბათი-7"-მა მოიგო, რომელმაც სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ 283 ათასი ლარიდან 254 ათასი ლარი გახარჯა,...
რუსთავის საჯარო სკოლების ეზოები უფუნქციოდაა დარჩენილი. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
საგანმანათლებლო დაწესებულების უმეტესი ნაწილი არ არის იზოლირებული. ეზოების ნაწილს, საერთოდ არ აქვს ღობე და შიგნით შესვლა ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი. ხშირად მოსახლეობა სკოლის ეზოებს ძაღლების გასასეირნებლადაც იყენებს.
არასათანადო პირობების გამო, სკოლის ეზოებს მოსწავლეები ვერ იყენებენ და ხშირად ისეთი გაკვეთილების ჩატარება, როგორიცაა სპორტი, ცხელ ამინდებშიც კი, შიდა დარბაზებში უწევთ.
ბათუმის ბულვარის პლაჟის ნაწილზე საფეხმავლო ბილიკები გაკეთდება. ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და იმ მოქალაქეებზე იქნება ადაპტირებული, რომლებსაც ზღვაზე ბავშვები საბავშო ეტლით გადაჰყავთ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ზღვისპირა პარკში, ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ‘’ბათუმის ბულვარმა’’ ელექტრონული ტენდერი, 1 მაისს გამოცხადდა. უწყებას სამუშაოებისთვის 41 ათას 902 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი საფეხმავლო ბილიკების დამზადებაზე 22 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სანაპიროს მცირე ნაწილის ადაპტირება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30...
წინა სტატია
ქედის მერიის სააქტო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებმა, პროექტის - ,,ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ – ფარგლებში, სოფელ დოხოძეებისა და კანტაურის საინიციატივო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
თითოეული სამიზნე სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული პრობლემის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დაახლოებით 3 000-მდე ლარს გამოყოფს.
მერიის ცნობით, ვინაიდან პროექტი მუნიციპალიტეტში ქედის მერიისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































