ბათუმის ბულვარის პლაჟის ნაწილზე საფეხმავლო ბილიკები გაკეთდება. ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და იმ მოქალაქეებზე იქნება ადაპტირებული, რომლებსაც ზღვაზე ბავშვები საბავშო ეტლით გადაჰყავთ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ზღვისპირა პარკში, ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ‘’ბათუმის ბულვარმა’’ ელექტრონული ტენდერი, 1 მაისს გამოცხადდა. უწყებას სამუშაოებისთვის 41 ათას 902 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი საფეხმავლო ბილიკების დამზადებაზე 22 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სანაპიროს მცირე ნაწილის ადაპტირება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 დღეში უნდა დაასრულოს.
სანაპიროზე ბილიკები 5 ადგილზე, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება.
საფეხმავლო ხიდები სანაპირო გასულ წელსაც გაკეთდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სეზონის დაწყებამდე მათი მოწესრიგებაც იგეგმება.