სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

805

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში არსებული ვითარება, ხორცის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სეს-ის ცნობით, ამ ობიექტში დაცული იყო სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები და დარღვევები არ გამოვლენილა.

მიმდინარე წელს, სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურმა აგრარულ ბაზრებში 19 ობიექტი შეამოწმა , საიდანაც 2 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; ასევე გამოვლინდა ვადაგასული სურსათის განთავსების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.