ბოლო 4 თვეში გორის მუზეუმებს 106 538 ვიზიტორი ესტუმრა

998

2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტს 106 538 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” გორის მერიის ტურიზმის განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, ზამთრის შემდეგ, ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება: “ეს ინფორმაცია მოიცავს ოფიციალურ ინფორმაციას ტურისტების შესახებ, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს გორის ტურიზმის ცენტრში, მათ შორის, ატენი-უფლისციხის მიმართულებით,” -აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.