გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში, შესაძლოა, მეთოდისტის შტატი გაუქმდეს. ამის შესახებ გორის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა თქვა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. მეთოდისტები, სხვა შტატიანი თანამშრომლების მსგავსად, საბავშვო ბაღებში წლებია მუშაობენ. ისინი საბავშვო-ბაღებში არიან და აღმზრდელ-პედაგოგებს რეკომენდაციებს აძლევენ. მათ ფუნქციებში დაწესებულების სხვადასხვა მიმართულებით კონტროლიც შედის. ბაღებში დასაქმებული მეთოდისტის საშუალო ხელფასი 200 ლარია. მსგავსი შტატი ბაღების მართვის სააგენტოშიც არსებობს. აქ ჯამში...
წინა სტატია ქუთაისის ეზოების კონკურსი დასრულდა. საუკეთესო ეზოს შერჩევისთვის შექმნილმა კომისიამ ქალაქის მაშტაბით ხუთი საუკეთესო ეზო შეარჩია. ეს ეზოები მდებარეობს: „გამარჯვება“ - არაყიშვილის N8, „ავტოქარხანა“ - ძოძუაშვილის N10ა, „ნიკეა“ - ნიკეას მე-2 შეს. N4, „ქალაქ მუზეუმი“ - წმ. ნინოს N6, „ძელქვიანი“ - ჭავჭავაძის N1ა. შერჩეული ეზოებიდან კომისიამ საუკეთესო სტატუსი "ავტოქარხნის" ტერიტორიულ ერთეულში, ძოძუაშვილის N10ა-ში მდებარე ეზოს მიანიჭა. კონკურსის თანახმად, გამარჯვებულს თვითმმართველობა იმ ინფრასტრუქტურულ...
შპს "მექანიზატორი" 3 მილიონ 200 ათასი ლარის ტრაქტორების შეძენას გეგმავს. კომპანიამ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 38 ტრაქტორის შეძენაა გათვალისწინებული. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა, რომ ტრაქტორები 80 ცხენის ძალის სიმძლავრის იყოს. ამასთან, აუცილებელია, რომ ისინი 2018 წელს იყოს გამოშვებული. ტრაქტორები კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიიღოს. წინადადებების წარდგენა 30 მაისს დასრულდება.
იმერეთში ახალი ოთხწლიანი პროექტი იწყება, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება და საზოგადოების სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობაა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ორგანიზატორების თქმით, პროექტში ჯამში 2 000 ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ქსელი, ჩატარდეს ტრენინგები, მოეწყოს სასწავლო ვიზიტები საზრღვარგარეთ, ასევე  ადვოკატირებისა და მედიაკამპანიის პარალელურად, შეიქმნას 10 ახალი საწარმო. "ვერ ვიტყვით რომ ჩართულია საზოგადოება ამ პროცესებში. ამიტომ, ვფიქრობ, პროექტით გათვლილი...
სიღნაღში ექსტრემალური ატრაქციონი ე.წ. ზიპლაინი გაიხსნება. ატრაქციონი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში განთავსდება. ბაქნების მშენებლობა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დასრულდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ატრაქციონით ერთი დაშვება, დაახლოებით, 30 ლარი ეღირება. ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.
საქართველოს შესყიდვების სააგენტომ,  გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მისცა თანხმობა, 12 500 ლარის ერთპიროვნულად განკარგვის თაობაზე. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კულტურის სააგენტოს დირექტორს უფლება მიეცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 12 500 ლარი საესტრადო გუნდს "ქუჩის მუსიკოსებს" გადაურიცხოს. ნებართვის მიღებამდე, გიორგი ნადიბაიძეს გამარტივებული შესყიდვის უფლება არ ჰქონდა, რადგან მომსახურების ღირებულება 5 000 ლარს ზევით სცილდებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღნიშნული...
რწყვის სეზონი ახლოვდება, თუმცა, ახალციხეში 45 სოფლიდან 25–ში ნაკვეთებს ვერც წელს მორწყავენ. ახალი საირიგაციო სისტემა ზაფხულამდე ვერცერთ სოფელში ვერ მოეწყო. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 14 სატუმბი სადგურია, აქედან 12 მერიის ბალანსზეა, ხოლო ორი საქართველოს მელიორაციის. როგორც ახალციხის მელიორაციის სამსახურში ამბობენ, აღნიშნული სატუმბი სადგურები ახალციხის 45–დან 20–მდე სოფელს ემსახურება. დანარჩენი 25 სოფელი კი სარწყავი სისტემის გარეშეა დარჩენილი. მიმდინარე წელს...
ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკამ საბავშვო ავტორებს გივი ჩიღვინაძეს, მაია მიქაიას და ნათია აბულაძეს უმასპინძლა.  ღონისძიებას საბავშვო ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები, მათი პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ხაშურის მერიის ცნობით, პატარებმა შეკრებილ საზოგადოებას სტუმრების შემოქმედება გააცნეს და საბავშვო ავტორებისგან დასმულ შეკითხვებზე საინტერესო პასუხებიც მიღეს. სტუმრებმა პატარა მკითხველებს ახალი ლექსები წაუკითხეს. შეხვედრის დასასრულს საბავშვო ბიბლიოთეკამ საბავშვო ავტორებისგან საჩუქრად წიგნები მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო. მთავარი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 2017 წლის ოქტომბერში თბილისში მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის თანაშემწემ აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც ბავშვი იატაკზე დააგდო. ასევე, დადგინდა, რომ იგივე პირმა 2018 წლის იანვარში ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა. ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ ერთი წლითა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ავსტრიის დელეგაციას შეხვდა და ქვეყანაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. შეხვედრაში ავსტრიის ელჩი, ავსტრიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი, ავსტრიის კონსული საქართველოში და ავსტრიული კერძო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ელჩის განცხადებით, ავსტრიული სამშენებლო კომპანიები დანტერესებული არიან საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებთ. ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს...
ისნის რაიონის გამგეობამ პროექტების განხორციელება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით დაიწყო. სამუშაოები ოთხ მისამართზე ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს. მათ შორის, მოსკოვის გამზირის N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები; ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და ნავთლუღის ქუჩა...
ქუთაისში, 8 ახალი ყვითელი ავტობუსი ივლის. საქალაქო ტრანსპორტი, პირველ ეტაპზ,ე ორ საავტობუსო ხაზზე - წრიულზე (მარჯვენა, მარცხენა) და N 22-ზე გადანაწილდა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. ახალი ავტობუსები გადამზიდავმა კომპანიამ,  შპს "სამგზავრო 2007"-მა შემოიყვანა. კომპანიის ხელმძღვანელი ალეკო დვალიშვილი განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ხაზებზე ძველ სამგზავრო ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს. "ეტაპობრივად დავიწყეთ ავტობუსების გამოცვლა, ეს ხდება თავად მძღოლების მიერ, ჩვენი მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით. მერიის...
​„თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ეხმიანება დედაქალაქის მერის მიერ გაცემულ დავალებას კომპანიის ავტოპარკში კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება,...
წინა სტატია ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი"  შპს „კონსალტინგ გრუპზე“ დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც დედაქალაქში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები უნდა დაამონტაჟოს. მათი ინფორმაციით, პირველი ათი საპირფარეშო თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, სავარაუდოდ, 10-15 ივნისის პერიოდში დამონტაჟდება. „100 საპირფარეშო უკვე გამზადებულია ევროპაში მდებარე ქარხანაში. დაახლოებით ერთ კვირაში გამოიგზავნება საქართველოში და მათი მონტაჟი, სავარაუდოდ, 10-15 ივნისს დაიწყება. თავდაპირველად შევარჩევთ 10 მისამართს. პირველი მისამართი ალბათ, რიყის პარკი იქნება...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებს. უწყების ცნობით, ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარი დაიხარჯება. "აღნიშნული უბნის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა", - აცხადებენ მერიაში.  
წინა სტატია მერიის ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირდამცავი ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია ზაფხულის სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება. "ჯებირის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაშენდება ახალი ბულვარი, სადაც მოეწყობა სასეირნო და ველო ბილიკები, საილუმინაციო სისტემა, მწვანე ზოლი და დაიდგმება მოსასვენებელი სკამები",- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ