ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

1157

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებს. უწყების ცნობით, ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 798 888 ლარი დაიხარჯება.

“აღნიშნული უბნის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა”, – აცხადებენ მერიაში.