ქუთაისში 8 ახალი ყვითელი ავტობუსი ივლის

1519

ქუთაისში, 8 ახალი ყვითელი ავტობუსი ივლის. საქალაქო ტრანსპორტი, პირველ ეტაპზ,ე ორ საავტობუსო ხაზზე – წრიულზე (მარჯვენა, მარცხენა) და N 22-ზე გადანაწილდა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ახალი ავტობუსები გადამზიდავმა კომპანიამ,  შპს “სამგზავრო 2007”-მა შემოიყვანა.

კომპანიის ხელმძღვანელი ალეკო დვალიშვილი განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ხაზებზე ძველ სამგზავრო ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს.

“ეტაპობრივად დავიწყეთ ავტობუსების გამოცვლა, ეს ხდება თავად მძღოლების მიერ, ჩვენი მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით. მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან არაერთხელ მიგვითითეს და მალე ქუთაისში მგზავრები კომფორტული, უსაფრთხო ავტობუსებით ივლიან”, – ამბობს დვალიშვილი.