ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში საბავშვო ავტორებს უმასპინძლეს

599

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკამ საბავშვო ავტორებს გივი ჩიღვინაძეს, მაია მიქაიას და ნათია აბულაძეს უმასპინძლა.  ღონისძიებას საბავშვო ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები, მათი პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

ხაშურის მერიის ცნობით, პატარებმა შეკრებილ საზოგადოებას სტუმრების შემოქმედება გააცნეს და საბავშვო ავტორებისგან დასმულ შეკითხვებზე საინტერესო პასუხებიც მიღეს.

სტუმრებმა პატარა მკითხველებს ახალი ლექსები წაუკითხეს. შეხვედრის დასასრულს საბავშვო ბიბლიოთეკამ საბავშვო ავტორებისგან საჩუქრად წიგნები მიიღო.