თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო.
მთავარი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 2017 წლის ოქტომბერში თბილისში მოხდა. კერძოდ, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის თანაშემწემ აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც ბავშვი იატაკზე დააგდო. ასევე, დადგინდა, რომ იგივე პირმა 2018 წლის იანვარში ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა. ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ ერთი წლითა და ექვსი თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.