რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის რეგიონების გაძლიერება მნიშვნელოვანია. მინისტრის კომენტარს "კახეთის ხმა" ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამისთვის ადგილებზე პრიორიტეტების განსაზღვრაა აუცილებელი.
"ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რომლის დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ტვირთი კი...
თელავის პირველ ბაგა-ბაღში ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროექტი განხორციელდება. თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკული მუშაობას შეაფასებენ. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადება გაიარეს. ხანჯალიაშვილის თქმით, ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროებების მქონე აღსაზრდელებთან გამართულ მუშაობას.
კურსი 6 თვის განმავლობაში...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათსა და ციხისძირში შიდა სასოფლო გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო.
შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 285 000 ლარია გათვალისწინებული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 8 700 მეტრი ბეტონის საფარი მოეწყობა, ხოლო 25 კილომეტრამდე ცენტრალურ სასოფლო გზებზე ასფალტის საფარი დაიგება.
უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა შუახევში. სოფელ ფურტიოში უძველესი ეკლესიის ნანგრევებში თიხის ჯამები, ჯვრები და 10-ზე მეტი სამარხი აღმოჩინეს. არტერფაქტებს სპეციალისტები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით ათარიღებენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ექსპედიციაში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. პირველადი შეფასებით, ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესია ოსმალების შემოსევების შედეგად დაინგრა, ვარაუდობენ იმასაც, რომ ადგილობრივები თავს ამ ეკლესიაში აფარებდნენ. სამარხები კი შესაძლოა სწორედ ადგილობრივების იყოს. ექსპედიცია ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის ახალი სისტემის ხელმეორედ რეაბილიტაციის მიუხედავად, მილებიდან წყალი ჟონავს. მილიონიანი პროექტის შედეგი, რომლის განხორციელებაც 2016 წლის ივნისიდან დაიწყო. შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 15 მაისს ამოეწურა, თუმცა პრობლემა მოუგვარებელია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს, დილით, მილებში სასმელი წყლის გაშვების დროს, შემკრებ ჭიდან წყალმა ამოხეთქა. წნევა იმდენად დიდი იყო, რომ წყალი...
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2018 გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ იმერეთის ათ მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები, ქუთაისის რამდენიმე დამოუკიდებელი და სახელმწიფო თეატრი, ასევე დასებები პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ფესტივალს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი "უბედურება" გახსნის (დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით).
23 მაისს ჭიათურის პროფესიული დრამატული თეატრი "მოუხელთებელს" წარმოადგენს.
24 მაისს მესხიშვილის თეატრის სცენა ზესტაფონის თეატრის სპექტაკლს "თოლიას" დაეთმობა.
25 მაისს ბაქოს ახალგაზრდული თეატრის...
ზუგდიდში 9-10 ივნისს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ "f 5-ს" გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმაა, რაც მათი თქმით, თბილისის განსხვავებით, ზუგდიდს აკლია. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ღონისძიების გამართვა სამმა ზუგდიდელმა, ტატო ჩანგელიამ, ნიკა ლაშხიამ და გიორგი შონიამ გადაწყვიტეს.
ორღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები და პოეტები - ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და...
წინა სტატია
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ “ევროპული საქართველოს“ კვლევას პასუხობს. ვიცემერ გიორგი იობაშვილის განცხადებით, ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადება რეალურ ფაქტებს მოკლებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატის განცხადება გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30 - შტატგარეშედ. ახლა ეს...
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ მერიის ა(ა)იპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წლიური ხარჯი შეისწავლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიის 15 ა(ა)იპ-სა და შპს-ში ჯამში 3 649 ადამიანია დასაქმებული. აქედან შტატით - 3 469, ხოლო შტატგარეშე 180 თანამშრომელია. მათივე ინფრმაციით, დასაქმებულთა ხელფასზე თვეში 1 508 484.4 ლარი, ხოლო წელიწადში 18 101 817 ლარი იხარჯება.
"ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ...
ისანის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის მე-7 შესახვევის I კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა.
როგორც ისნის დეპუტატი აცხადებს, მან მოსახლეობასთან ერთად განიხილა სკვერის მოწყობის საკითხები, მათთან ერთად დაგეგმა და შეიმუშავა დეტალები.
„გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობასთან გავიარეთ კონსულტაცია, თუ როგორი უნდა იყოს სკვერი და დღეს საბოლოო პროექტი წარმოვადგინეთ,...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამისთვის აუცილებელია ადგილებზე პრიორიტეტების განსაზღვრა.
„ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რომლის დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ტვირთი კი არ იქნება კონკრეტული...
23 მაისს, ქალაქ საგარეჯოში, ცენტრალური სტადიონი გაიხსნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
15 საათზე სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი.
პროექტი, რომლის ფარგლებში ცენტრალურ სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაახორციელა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ , სარემონტო სამუშაოებზე ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.
"სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი მინდვრის საფარი. თანამედროვე ტიპის სტადიონით სარგებლობა ნებისმერ პირს შეეძლება", - განაცხადეს რეგიონული განვითარებისა...
ტურისტული სეზონის განმავლობაში ქობულეთში საავტომობილო მოძრაობის სქემა შეიცვლება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კერძოდ, საკურორტო სეზონზე თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება, ქუჩის ნაწილზე კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის ქუჩაზე უკვე განთავსდა ამკრძალავი ნიშნები, ჩამკეტ ბარიერებს კი ამონტაჟებენ.
საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.
უწყების ცნობით, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
"საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ქვეით პატრულს...
წინა სტატია
გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა აიკრძალა. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამჯერად გარემოვაჭრეები ყოფილი აგრარული ბაზრის, იუსტიცის სახლისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააფრთხილეს.
გაფრთხილების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიები დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციებისგან 21 მაისამდე უნდა გათავისუფლდეს.
აღსანიშნავია, რომ მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს
გორის მერია გარემოვაჭრებს ქალაქში...
ქალაქ აბაშაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკებს რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 255 458 ლარია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, ბილიკებზე და ტროტუარებზე მოეწყობა გრანიტის ქვაფენილი, ასევე, დაგეგმილია ფანტანის რეაბილიტაცია (რომელიც იქნება „ა“-ს ფორმის), ფანტანის გარშემო, მოედანზე, აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების სახელების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































