ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2018 გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ იმერეთის ათ მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები, ქუთაისის რამდენიმე დამოუკიდებელი და სახელმწიფო თეატრი, ასევე დასებები პოლონეთიდან და აზერბაიჯანიდან. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
ფესტივალს გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი “უბედურება” გახსნის (დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით).
23 მაისს ჭიათურის პროფესიული დრამატული თეატრი “მოუხელთებელს” წარმოადგენს.
24 მაისს მესხიშვილის თეატრის სცენა ზესტაფონის თეატრის სპექტაკლს “თოლიას” დაეთმობა.
25 მაისს ბაქოს ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლი “ბუფონადა” გაიმართება.
27 მაისს პოლონეთის დამოუკიდებელი თატრის დასი წარსდგება სპექტაკლით “ოჯახი”.
28 მაისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი წარმოადგენს საოპერო სპექტაკლს “ალეკო”.
29 მაისს ბაღდათის სახალხო თეატრი ფესტივალზე სპექტაკლით “სამანიშვლის დედინაცვალი”მიიღებს მონაწილეობას.
30 მაისს სცენა სამტრედიის სახალხო თეატრს დაეთმობა სპექტაკლით “უნებლიე ავანტიურისტები”.
31 მაისს წყალტუბოს სახალხო თეატრის სპექტაკლი გაიმართება “კაცი რომელსაც ღვინო არ უყვარდა”
1 ივნისს საჩხერის სახალხო თეატრი “მეფე ლირს” წარმოადგენს.
2 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით “ორნი”წარსდგება.
3 ივნისი ვანის სახალხო თეატრი “შულერებს” აჩვენებს.
4 ივნისს იაკობ გოგებაშვილის თოჯინების თეატრი სპექტაკლს “ნაცარქექია” წარმოადგენს.
4 ივნისს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრალური დასი
“ბოდიში რომ ცოცხალი ვარ” აჩვენებს.
5 ივნისს ორი სპექტაკლი გაიმართება ნიღბების თეატრის “წითელქუდა” და დამოუკიდებელი დასის სპექტაკლი “ღია შუშაბანდი”.
6 ივნისს თერჯოლა აჩვენებს სპექტაკლს “სამუშაო მოხუცი ჯამბაზისთვის”.
7 ივნისს ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლი “ღია შუაშაბანდი”გაიმართება.
8 ივნისს ფესტივალი დაიხურება.
სპექტაკლები 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.