რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის რეგიონების გაძლიერება მნიშვნელოვანია. მინისტრის კომენტარს “კახეთის ხმა” ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამისთვის ადგილებზე პრიორიტეტების განსაზღვრაა აუცილებელი.
“ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რომლის დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ტვირთი კი არ იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ახალი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილებზე შემოსავლების გენერირებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.