ქობულეთში ტურისტულ სეზონზე მანქანების მოძრაობის სქემა შეიცვლება

603

ტურისტული სეზონის განმავლობაში ქობულეთში საავტომობილო მოძრაობის სქემა შეიცვლება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კერძოდ, საკურორტო სეზონზე თამარ მეფის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება, ქუჩის ნაწილზე კი მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის ქუჩაზე უკვე განთავსდა ამკრძალავი ნიშნები, ჩამკეტ ბარიერებს კი ამონტაჟებენ.