გამგეობის ინფორმაციით, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჯერად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთში, არსენას VI ჩიხში მიმდინარეობს.  "ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ბორდიური ეწყობა, რის შემდეგაც, გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, დაახლოებით, 2000 მ2 -მდე გზა განახლდება",- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ აწარმოებს.
ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთი მისამართი - წყნეთში, კოსტავას ქუჩის N48 დაემატა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მეტრის სიგრძისა და ოთხ მეტრამდე სიმაღლის დამცავი კედელი აშენდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამი დამცავი კედელი უკვე მოეწყო, სამ მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაკის გამგეობის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N28-ე ბ კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს. ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს სახურავები განახლდება. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობას კი,...
კრწანისის რაიონში, აბესაძის N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ. უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გამგეობამ სახლის გამაგრება გადაწყვიტა. "რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას მომავალშიც განაგრძობს",- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთაწმინდის რაიონში გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გზების რეაბილიტაცია გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. კერძოდ, კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში ახალი ქვაფენილის გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მოიჭრა გრუნტი და ეწყობა 370 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მისამართზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 1500 კვ.მ-ზე ქვაფენილი დაიგება. პროექტის ღირებულება 413 133 ლარია. ასევე, კოჯორში, კიდევ ერთი ახალი...
წინა სტატია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხს ეხმიანება. ვოლსკის შეფასებით, მოედნისთვის სახელის გადარქმევა "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ამით მოედანს ძველი დატვირთვა დაუბრუნდება. ვოლსკის შეფასებით, ვარდების მოედანი "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2003 წლის რევოლუციის პოპულარიზაციის მიზნით დაარქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "პოლიტიკური გადაწყვეტილება მაშინ იყო, როდესაც რესპუბლიკის მოედანს ეწოდა ვარდების მოედანი. პირველი რესპუბლიკის კოედანს თავისი პოლიტიკური დატვირთვა...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. საკრებულო სახელწოდების შეცვლაზე უახლოს პერიოდში იმსჯელებს. სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა. ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის გუშინდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების...
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, ორი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში და მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში მიმდინარეობს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო თანხა ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც გამგეობასი აცხადებენ, ორივე მოედნის მოწყობა ივნისში დასრულდება.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სამ მისამართზე ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო. უწყების ცნობით,  სახურავების რეაბილიტაცია  ჯავახიშვილის ქ. N61-ში, ქვლივიძის ქ. N14-სა და ჭოროხის ქ. N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს. გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოკრიბა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 43 750 ლარია. "ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ 15 პროექტის განხორციელება იგეგმება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის პროექტის საბოლოო დასრულების მიზნით, მერია დამატებით თანხებს გამოყოფს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც 2016 წლის ივნისიდან დაწყებულ და 2017 წლის მარტში ,,დასრულებულ" სამუშაოებს ხარვეზების გამოსწორება სჭირდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მშენებელი კომპანიის ,,გეოპლასტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მას საკუთარი რესურსები აღარ გააჩნია. მისი თქმით, წინა კომპანიის მიერ გაკეთებულ სისტემაში თითქმის...
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ქობულეთი - ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ გზაზე ორმოები სოფელ ლეღვადან იწყება და ოზურგეთის შესასავლელამდე მდგომარეობა უცვლელია, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილით გავლა გართულებულია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც და არ არსებობს გარეგანათება. ადგილობრივებს მზიან ამინდში მტვერი, წვიმაში კი ტალახი უქმნის დისკომფორტს. მოუწესრიგებელი გზის გამო, როგორც ამბობენ,...
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. "სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლებთ გადაადგილებას. დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს",-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგიონების ეკონომიკურ-სოციალურ  განვითარებაზე, დაგეგმილ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რწმუნებულ-გუბერნატორები ესწრებოდნენ. მინისტრმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება რეფორმა, რაც უფრო  მეტ საშუალებას მისცემს რეგიონებს განვითარებისთვის. ,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ, რა ტიპის პროექტებია გასაკეთებელი თითოეულ ქალაქსა და  სოფელში, რა...
წინა სტატია ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის ცენტრალურ მილზე დაერთებას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ დასახლებაში მხოლოდ ცენტრალური მილები გაიყვანა და სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა. „რა აზრი აქვს, მილების ჩაყრით მოვალეობა მოიხადეს და წავიდნენ, ყველაფერი ისევ ზემოდან მოედინება, ეზოებამდე რომ მოგვიყვანონ ჩვენთვის საკმარისი იქნება“,–ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები ფიქრია ორმოცაძე. მისი თქმით, საკანალიზაციო სისტემის დაქსელვა...
ქუთაისში კორპუსების და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია იწყება. დამატებითი სამუშაო კი ქალაქის მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების სრულ რეაბილიტაციას და საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული შიდა ქსელების განახლებას ითვალისწინებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს სამუშაოები წყლის დანაკარგებს შეამცირებს და სარდაფებში არსებულ ანტისანიტარიას აღმოფხვრის. უწყების ცნობით, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც კონტრაქტორი კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ამჟამად...
თუშეთში სპეციალური უწყება შეიქმნება, რომელიც ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კახეთის გუბერნატორის განმარტებით, იმის გამო, რომ თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული შორს არის მუნიციპალური ცენტრისგან, სამშენებლო ნებართვების და სხვა დოკუმენტაციის მიღება ინვესტორებისგან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, აქედან გამომდინარე შეიქმნება ა(ი)იპ ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას შეასრულებს. ,,უწყებას შეეძლება სამშენებლო ნებართვების ადგილზე გაცემა, ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ