წინა სტატია გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ და ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. მოვაჭრეები ბაზართან არიან შეკრებილები. ადგილზე შენობის დემონტაჟისთვის ბაზრის ადმინისტრაციამ მუშებიც მიიყვანა, თუმცა მოვაჭრეებმა სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს. ამის გამო, გურჯაანის ბაზარში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მოვაჭრეების თქმით, ტერიტორიიდან გასვლას არ აპირებენ და შესაბამისად ფართის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ, რადგან პროდუქციის გასაყიდად სხვა ალტერნატიული ადგილი არ გააჩნიათ. "ვიცით,...
საბურთალოს გამგეობის ცნობით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის №15 კორპუსის მიმდებარედ საბავშვო გასართობი მოედანი და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკვერი მოეწყო. საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, პროექტი შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109 041 ლარი გამოიყო. როგორც გამგეობასი აცხადებენ, აღნიშნულ სკვერში მოსახლეობისათვის ფიტნესზონაც გაკეთდა.
თბილისის საკრებულო ფრქცია "ევროპული საქართველო" თბილისის მერიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილებების გადახედვას სთხოვს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანამდე, ამხანაგობებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად განესაზღვრათ კომპანია, რომელიც ამხანაგობის მიერ დაკვეთილ სამუშაოებს შეასრულებდა. „თბილისის მერიის მიერ წესი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო შეიცვალა, მოხდა ამ სამუშაოების დაკვეთის ცენტრალიზაცია და დღეს ვხედავთ შედეგს, რომ სამუშაოების უდიდესი ნაწილი არ შესრულებულა,...
ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ი მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის და შესაბამის ანგარიშსს მოამზადებს, გარკვეული რეკომენდაციებით თუ როგორ უნდა მოხდეს მტკვრის აუზის ათვისება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია REPSOL-ს შორის გაფორმდება. ასევე მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები REPSOL-ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან.
თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საწარმოს ასაშენებლად შპს „ნატვიტს“ თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7662 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა. "ახალ საწარმოში 100% ნატურალური ყურძნისგან დამზადებული წვენის წარმოებას გეგმავენ, ხოლო ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარებენ. ეს ხელს შეუწყობს რთველის პერიოდში მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას",- ნათქვამია უწყების...
ქუთაისში, ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში, სამი წლის წინ რეაბილიტირებულ შადრევანში წყალი არ მოდის. შპს "გეგი 2013"-ს, რომელმაც ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყო, შადრევნის წყლით მომარაგებაზე არ უზრუნია. კომპანიის დირექტორი, გიორგი მიქაბერიძე ამბობს, რომ ამის უფლება მოსახლეობამ არ მისცა, რადგან, ადგილი ისედაც ტენიანია. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსახლეობა შადრევნის მიმდებარე ტერიტორიას ყოველდღიურად აბინძურებს, ანტისანიტარიის კერად ქცეული ადგილი კი არ...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ფსიქოლოგის შტატი მალე გაუქმდება. ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილა რადიო მოზაიკას უთხრა. "ჩვენ გვჭირდება ფსიქოლოგები უმაღლესი განათლებით, ნამდვილი ფსიქოლოგები და არა ის ადამიანები, ვისაც ორთვიანი ტრენინგები აქვთ გავლილი. აქამდე მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მუშაობდნენ ფსიქოლოგები, ხელფასი ჰქონდათ 125 ლარი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ და 5 ფსიქოლოგი ავიყვანოთ ჩვენს სააგენტოში. მათი ხელფასი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელში, საჩრდილობელის სახურავი შესაცვლელია, შეკიდული ჭერი კი მთლიანად არის გაფუჭებული. გორის მერიის შენობის გასარემონტებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. გორის მერიის შენობის განახლებაზე 8 652 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება ორ დღეში დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან კვარხეთამდე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში 21 მაისს მიიღეს. ადმინისტრაციის ცნობით, გზის საფარი დაახლოებით 3 კმ მანძილზე შეიცვლება. მოეწყობა სანიაღვრე არხებიც. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. სამუშაოებისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, 985 ათასი ლარი გამოიყო. მშენებელი კომპანია ივნისში დაიწყებს მუშაობას. პროექტის მიხედვით, კომპანიამ გორის მერიას ახალი გზა სამუშაოების დაწყებიდან 5 თვის მერე უნდა ჩააბაროს.
თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდშიც განხორციელდება. ამის თაობაზე ლაშა გოგიამ თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ინიციატივების გაგზავნა მოქალაქეებს ელექტრონულ მისამართზე შეეძლებათ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. კულტურის, ხელოვნების, ინფრასტრუქტურის თუ სხვა მიმართულებით წინადადებებს მერი ლაშა გოგია შესაბამის სამსახურებთან და სპეციალურ ჯგუფთან ერთად განიხილავს. რაც შეეხება დაფინანსებას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თქმით, მათთან მოქმედებს პროექტების დაფინანსების პროგრამა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსების მოძიების დამატებით წყაროებზეც იმუშავებს. ჯერჯერობით...
წინა სტატია ეკონომიკის სამინისტრომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისთვის 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გენგემის მომზადების თაობაზე ტენდერი მეორედ ცხადდება, რადგან პირველი დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა. სატენდერო კომისიაში წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დარულდება. „2015-2016 წლებში დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიას, რომელშიც სრულად არ შედიოდა მცხეთის...
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „გარდამავალი ჯგუფის“ საპილოტე ფაზა დასრულდა. პროექტი, რომელიც N192 საჯარო ბაგა-ბაღში 2017 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით გააგრძელებს ფუნქციონირებას. „ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ. „გარდამავალი ჯგუფის“ მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე...
დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ასოციაციის მიზანია საქართველოში აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად, მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული და საჯარო სექტორების, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტთა წრეებისა და დარგობრივი მედიის წარმომადგენლები. მიწვეულმა სტუმრებმა ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და...
წინა სტატია სოფელ განმუხურში მოსახლეობამ  გაზიფიცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი მთავრობა მათი პრობლემებით არ ინტერესდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცლებს. „თუ ეკუთვნოდა უფასოდ ერთი წერტილის შეყვანა კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის, არ ვითხოვთ უკანონოს არაფერს“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქიაზე ნაციონალური მოძრაობის ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში დათა შელიაც მივიდა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი...
ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობის ორი ახალი სკვერი გაიხსნა. თბილისის საკრებულოს ცნობით, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N8 და N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო არჩილ სირბილაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N12 კორპუსის წინ მოეწყო. ორივე მისამართზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ურნები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოიკირწყლა დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდა ლამპიონები და...
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჩატარებულ სამუშაოებს ისევ სწავლობენ. საცხოვრისის ბინადართა მოთხოვნის და ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრისის მდგომარეობის შესწავლა 4 აპრილს დაიწყო. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  შენობაში არსებული მდგომარეობა უნდა შეესწავლა და დასკვნა ერთ თვეში დაედო. მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად, დასკვნა მზად არ არის. ამის შესახებ "ნიუპრესი" წერს. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ მუშაობა ვერ დაასრულა, რის გამოც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ