თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

868

თელავში წვენებისა და დამატკბობლების მწარმოებელი ქარხანა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდება.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საწარმოს ასაშენებლად შპს „ნატვიტს“ თელავში, სადგურის ქუჩის შესახვევში მდებარე 7662 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა.

“ახალ საწარმოში 100% ნატურალური ყურძნისგან დამზადებული წვენის წარმოებას გეგმავენ, ხოლო ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩაიბარებენ. ეს ხელს შეუწყობს რთველის პერიოდში მოსახლეობისთვის მუდმივი შემოსავლის გაჩენას”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ინვესტიციის მოცულობა 399 840 ლარია.