გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან კვარხეთამდე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში 21 მაისს მიიღეს. ადმინისტრაციის ცნობით, გზის საფარი დაახლოებით 3 კმ მანძილზე შეიცვლება. მოეწყობა სანიაღვრე არხებიც. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
სამუშაოებისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, 985 ათასი ლარი გამოიყო. მშენებელი კომპანია ივნისში დაიწყებს მუშაობას. პროექტის მიხედვით, კომპანიამ გორის მერიას ახალი გზა სამუშაოების დაწყებიდან 5 თვის მერე უნდა ჩააბაროს.