გორის მერიის შენობა გარემონტდება

2101

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელში, საჩრდილობელის სახურავი შესაცვლელია, შეკიდული ჭერი კი მთლიანად არის გაფუჭებული. გორის მერიის შენობის გასარემონტებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

გორის მერიის შენობის განახლებაზე 8 652 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება ორ დღეში დასრულდება.