ახალციხეში, დავითის და კონსტანტინეს ქუჩაზე ე.წ ღრელის წყლებზე, რომელიც პერიოდულად დიდდება და სახლებს ტბორავს, ნაპირსამაგრებს აუშენებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხეში მიქელაძეებმა, რომელებსაც 22 მაისს ძლიერი წვიმის შემდეგ სახლი დაეტბორათ, მერიას ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობის მოთხოვნით მიმართეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამისთვის პროექტს უკვე ამზადებენ: „ხევს მთელ სიგრძეზე გავამაგრებთ ისე, რომ ადიდების შემდეგ არცერთი სახლი აღარ დაიტბოროს“.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი პანკისის ხეობაში, ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობას გეგმავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
რეგიონული განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის, იზა ბექაურის განცხადებით, პროექტის „პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში საზაფხულო ბანაკში გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება.
„პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება პანკისის ხეობაში, ასევე ქისტი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია. საზაფხულო ბანაკში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები - ფილმის ჩვენებები,...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო პროექტები გრძელდება. სოფელ ფუთის 2 კილომეტრიანი გზის განახლება მიმდინარეობს, რომელიც ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მონაკვეთიდან იწყება და სოფელ ფუთის ეკლესიამდე უნდა გაგრძელდეს.
პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდება სანიაღვრე არხები.სოფელ ფუთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “მიმდემი“, დაახლოებით, ერთ თვეში დაასრულებს. ზესტაფონის მერიის ცნობით, პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება.
"შპს "მექანიზატორის" წარმომადგენლებთან ერთად შემუშავებულია სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ფერმერებს მოსავლის უდანაკარგოდ აღებისა და დაბინავების საშუალებას მისცემს", - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მერია ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის და შესაძლო ბრობლემების პრევენციისათვის აქტიურად მუშაობს.
"წელს, მუნიციპალიტეტში, დამატებით, 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა. ალოობისთვის, ჯამში, 40 კომბაინი იმუშავებს. აღნიშნული ტექნიკა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. კერძო პირების საკუთრებაში...
ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები მოსალოდნელ უხელფასობას აპროტესტებენ და გაიფიცნენ. გაერთიანების ორი ფილიალის თანამშრომლები ჯერ ბაგა-ბაღების გაერთიანების შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პასუხი არავინ გასცათ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობასთან გადაინაცვლეს. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
"მაისის თვეში ხელშეკრულების ვადა უკვე ამოგვეწურა, ხვალიდან კი მუშაობის გაგრძელება ანაზღაურების გარეშე მოგვიწევს, არ ვიცით, რას გეგმავს ბაგა-ბაღების გაერთიანება და როდის ჩატარდება ატესტაცია", -თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა, რომელსაც ვინაობის დაკონკრეტება...
წინა სტატია
ძლიერი ქარის შედეგად, ქუთაისში, 2017 წელს რეაბილიტირებულ სოციალურ საცხოვრისში, ჭერი მეორედ ჩაინგრა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შემთხვევა 29 მაისს საკანდელიძეების ოჯახში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"გადავრჩით, რომ იმ მომენტში არცერთი ბავშვი არ ყოფილა სააბაზანოში, არც რომელიმე ჩვენგანი. უკვე მერამდენე ფაქტი ხდება ასეთი აღარ ვიცით. გვენგრევა თავზე საცხოვრებელი და არავინ გვშველის," - ამბობს დაზარალებული ჟანა საკანდელიძე.
ობიექტიდან ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის....
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გზაა, ისეთი, საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში რომ გვხვდება. არცთუ განიერი და არც ვიწრო, მაგრამ საპირისპიროდ მიმავალი მანქანები ადვილად გაივლიან. ამ მხრივ პრობლემა არ არის, მაგრამ წვიმასა და ცუდ ამინდში აქ გავლა შეუძლებელი ხდება. უსწორმასწორო ნიადაგზე საკმაოდ ღრმა გუბეები დგება, ტალახი იზილება და ვიდრე მზე არ გამოვა და ტალახს არ გააშრობს, ამ გზაზე მოხვედრილებს თავბედს აწყევლინებს. ამიტომაც...
პროფკავშირებმა გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის (უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი) მეორე ნაწილისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-43/ნ ,,ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის“ დანართი 1-ის, რიგი პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც შრომის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ იზღუდება დასაქმებულთა დიდი...
მარნეულში გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულებისას საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ია ესებუამ განაცხადა, რომ მერს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრობა სურს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
თემურ აბაზოვის განცხადებით, მას წევრობა იმიტომ სურს, რომ საბჭოს წევრებმა თავიანთი საქმე იმაზე უფრო კარგად გააკეთონ, ვიდრე გეგმავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მერმა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრ ნონა სამხარაძეს შენიშვნა მისცა,...
წინა სტატია
მერიის პოზიცია ცალსახაა - ჩვენ პირობებში არავითარ შემთხვევაში ვაკის პარკში არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. ჩვენთვის ვაკის პარკი ხელშეუხებელი სარეკრეაციო ზონაა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირბით თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ილია ელოშვილის განცხადებით, ეს საკითხი მთლიანად იურიდიულ სივრცეშია გადასული და მერია პროცესში არ ერევა.
„ვაკის პარკში მშენებლობა არის სრულიად იურიდულ სივრცეში გადასული დიდი...
რუსთავის ცენტრალურ პარკში, შესაძლოა, სპორტული სივრცე მოაწყონ. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიამ ცენტრალურ პარკში ტრენაჟორების მოსაწყობად საპროექტო -სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის გამზადების შემდეგ ცნობილი გახდება, თუ რა თანხა იქნება საჭირო სპორტული სივრცის მოსაწყობად, რის შემდეგაც მერია ტენდერს სპორტული სივრცის მოსაწყობად გამოაცხადებს.
წინა სტატია
მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა გამოძიების დასრულებამდე შეჩერდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა თქვა. ამის შესახებ IPN-ი წერს.
ელოშვილის თქმით, მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 3 სექტემბერს გაიცა.
"მშენებლობის პროცესში მოსახლეობის მხრიდან იყო დაფიქსირებული გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო იყო ეს მშენებლობა. ჩვენ თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ დოკუმენტაცია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დოკუმენტურად ყველა ის საინჟინრო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობების შემოწმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე. აქედან უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 000 ლარის ჯარიმა.
პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 000 ლარით; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა, ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების...
კახეთში ტურისტული სეზონი დაიწყო, რეგიონის ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, ტურისტულ ზონებში კი საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაა, შენობები ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს ან დაბინძურებულია და არ მოდის წყალი. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, მთავარანგელოზის ეკლესიასთან, სადაც დღის განმავლობასი თავს უამრავი ტურისტი იყრის, საპირფარეშოს კარი არ გააჩნია.
ასევე, ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა ლაგოდეხში, ცენტრალური სკვერის ტერიტორიაზე, შენობა 2012 წელს აშენდა...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს. ის თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ წარადგინა.
მანამდე ბუაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა. ის თანამდებობიდან ერთი თვის წინ, ახალი მინისტრის მისვლის შემდეგ გათავისუფლდა.
"ის, ასევე, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე და ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ",- თქვა...
მარნეულის სოფლებში, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობის დრო გაიზარდოს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა გენდერული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ქვემო-ქართლის კოორდინატორმა, სამირა ბაირამოვამ სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა. ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა გავიდეთ სოფლებშიც და სამგზრავრო დრო იქაც დავამატოთ“ - განაცხადა აბაზოვმა.
მერმა, ასევე, თქვა, რომ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































