მარტიდან უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო 13 სამშენებლო ობიექტი დაჯარიმდა

789

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობების შემოწმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო 47 მისამართზე. აქედან უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე რეაგირება მოხდა 13 ობიექტზე და გამოიწერა ჯარიმა 390 000 ლარის ჯარიმა.

პროექტის დარღვევის გამო დაჯარიმდა 11 ობიექტი, სულ 160 000 ლარით; შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის გამო გამოიწერა 5 ჯარიმა, ჯამში 250 000 ლარი; ხოლო სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობების გამო ჯარიმების საერთო ოდენობა არის 450 000 ლარია.

კალაძის თქმით, არც ერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება.