ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა

823

წინა სტატია

მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, სასტუმროს მშენებლობა გამოძიების დასრულებამდე შეჩერდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა თქვა. ამის შესახებ IPN-ი წერს.

ელოშვილის თქმით, მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 3 სექტემბერს გაიცა.

“მშენებლობის პროცესში მოსახლეობის მხრიდან იყო დაფიქსირებული გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო იყო ეს მშენებლობა. ჩვენ თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ დოკუმენტაცია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დოკუმენტურად ყველა ის საინჟინრო თუ გეოლოგიური დასკვნები, რომელიც აუცილებელია მშენებლობისთვის ამ კომპანიას გააჩნდა და გააჩნია. ამ ადგილის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ეს ობიექტი და გაჩერებულიც კი ჰყავდა ზედამხედველობის სამსახურს. როგორც კი გადაცდომა ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების წესებიდან, მყისიერად ვახდენდით რეაგირებას, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარიყო“, – განაცხადა ელოშვილმა.

დღესვე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები მერიაში დაიბარეს.

კლდის მასა მთაწმინდის ტერიტორიაზე დილით ჩამოიშალა.