ზესტაფონის სოფელ ფუთის გზის აღდგენა დაიწყო

773

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო პროექტები გრძელდება. სოფელ ფუთის 2 კილომეტრიანი გზის განახლება მიმდინარეობს, რომელიც ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მონაკვეთიდან იწყება და სოფელ ფუთის ეკლესიამდე უნდა გაგრძელდეს.

პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდება სანიაღვრე არხები.სოფელ ფუთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “მიმდემი“, დაახლოებით, ერთ თვეში დაასრულებს. ზესტაფონის მერიის ცნობით, პროექტი რეგფონდიდან ფინანსდება.